ახლახან გამოცხადდა ფიზიკაში 110-ე ნობელის პრემიის ლაურიატების ვინაობა. 2016 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ თეორიული კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში მომუშავე ამერიკელ ფიზიკოსებს დევიდ ტაულესს (David J. Thouless, University of Washington, Seattle) დუნკან ჰალდეინს (F. Duncan M. Haldane, Princeton University) და ჯონ კოსტერლიცს (J. Michael Kosterlitz, Brown University, Providence) მატერიის ტოპოლოგიური ფაზების და ტოპოლოგიური ფაზური გადასვლების აღმოჩენისთვის.
მეცნიერების კვლევები საშუალებას იძლევა უკეთ გავერკვეთ 2-განზომილებიანი სისტემების (თხელი ატომარული ფენები) მაგნეტიზმში და ზედენედ და ზეგამტარ მდგომარეობაში გადასვლებში, ე. წ. ბერეზინსკი-კოსტერლიცი-ტაულესის (BKT) ფაზური გადასვლები. თუმცა ექსპერიმენტულად ასეთი გადასვლების არსებობა სამ განზომილებაშიც დასტურდება. ავტორების მიერ შემოთავაზებული უნივერსალური მეთოდი საშუალებას იძლევა აღწერილი იქნას მოწესრიგების დარღვევები ასეთ სისტემებში და მოხდეს მათი თვისებების პროგნოზირება. კერძოდ ახსნილი იქნა თუ რატომ ხდება თხელი ფენების ელექტრული წინაღობის ნახტომისებური ცვლილებები მოდებული მაგნიტური ველის ინდუქციის ზრდასთან ერთად, ე. წ. მთელრიცხვოვანი კვანტური ჰოლის ეფექტი.
წყარო:
http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2016/press.html