შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Schiaparelli საბოლოოდ დაიკარგა
Schiaparelli საბოლოოდ დაიკარგა

პარასკევს, 21 ოქტომბერს, ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპულ-რუსული მისიის (ExoMars) დასაშვები მოდული Schiaparelli, 19 ოქტომბერს დიდი სიჩქარით დაეჯახა მარსის ზედაპირს და აფეთქდა.

Mars Reconnaissance Orbiter-ის (NASA) ზონდი მიერ გადაღებულ Schiaparelli-ის დაშვების ადგილის შედარებით ფოტოზე (გარჩევადობა 6 მ პიქსელზე) ჩანს ორი ობიექტი. 15x40 მ ზომის შავი წერტილი სავარაუდოდ არის Schiaparelli-ის აფეთქებით შექმნილი კრატერი, ხოლო მისგან დაახლოებით 1 კმ-თი დაშორებული თეთრი წერტილი კი პარაშუტი. მოდევნო კვირაში NASA-ს ზონდი გადაიღებს ამ რეგიონის უფრო დეტალურ სურათს მაღალი გარჩევადობის კამერით HiRISE.

Schiaparelli, მარსის ორბიტალურ სადგურ Trace Gas Orbiter-თან ერთად, არის ევროპულ-რუსული პროგრამის ExoMars პირველი მისიის ნაწილი. მისია კოსმოსში გაფრინდა 2016 წლის 14 მარტს რუსული კოსმდრომი Байконур-იდან (განთავსებულია ყაზახეთში). Schiaparelli-ის კრახის მიუხედავად მისია გრძელდება, რადგან Trace Gas Orbiter აგრძელებს მუშაობას. იგი ამჟამად მარსის გარშემო გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და 2017 წლის იანვრიდან დაიწყებს მარსის ატმოსფეროს შესწავლას ინსტრუმენტებით NOMAD და ACS. გარდა ამისა ზონდზე განთავსებულია მარსზე გაზების გამოყოფის წყაროების დამაფიქსირებელი კამერა CaSSIS. მისი გამოყენებით მეცნიერები ვარაუდობენ გაარკვიონ არის თუ არა მარსზე არსებული მეთანი ბაქტერიული წარმოშობის, ანუ დამტკიცდეს იქ ამჟამად სიცოცხლის არსებობა. კიდევ ერთი ხელსაწყო FREND, ნეიტრონების რეგიტრაციის მეშვეობით შეუდგება მარსზე წყლის ძიებას. 2021-2022 წლებში კი, როცა ExoMars-ის პროგრამით ნავარაუდევია წითელ პლანეტაზე მარსმავალი Pasteur-ის დასმა, Trace Gas Orbiter-მა უნდა დაიწყოს მისი სიგნალების რეტრანსლირება დედამიწაზე. ახალ მარსმავალზე ნავარაუდევია სხვა ხელსაწყოებთან ერთად 2 მ სიგრძის ბურღის განთავსება ნიადაგის ღრმა ფენების შესასწავლად.

თუმცა Schiaparelli-ის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო მარსზე დაშვების ტექნიკის დახვეწა და მისი წარუმატებლობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ExoMars-ის მეორე მისიის დაგეგმვისას. მარსმავალის გაშვების გადაწყვეტილება ESA-მ 2017 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

წყარო:

http://www.esa.int/Our_Activities/Space_Science/ExoMars/Mars_Reconnaissance_Orbiter_views_Schiaparelli_landing_site

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.