შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარსზე გაყინული ზღვა აღმოაჩინეს
მარსზე გაყინული ზღვა აღმოაჩინეს

ამერიკელმა და კანადელმა გეოფიზიკოსებმა მარსის ზედაპირის ქვეშ 1-10 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს გაყინული ზღვა. ფენა რომელიც შედგება წყლის ყინულის (50-80 %), ქვიშისა და გაზებისგან მდებარეობს დაახლოებით მარსის ეკვატორსა და ჩრდილოეთ პოლუსიდან დანაბრად დაშორებულ ველზე სახელად „უტოპია“. ყინულის ფენის სისქე 80-170 მეტრია და შეიცავს დაახლოებით 14,300 კმ3 მოცულობის წყალს, რაც აზოვის ზღვის წყლის მარაგს თითქმის 50-ჯერ აჭარბებს და კასპიის ზღვის მარაგზე მხოლოდ 5-ჯერ ნაკლებია.

გაყინული ზღვის აღმოჩენაში მეცნიერებს დაეხმარა NASA-ს მარსის ორბიტალურ თანამგზავრზე (Mars Reconnaissance Orbiter) განთავსებული რადიოლოკატორი SHARAD (Shallow Radar). თანამგზავრის (გაუშვეს 2005 წელს) ძირითადი სამუშაო დასრულდა 2008 წელს, თუმცა რამდენჯერმე მოხდა მისი მისიის გაგრძელება. მარსის ზედაპირის გადაღების გარდა აპარატი ამჟამად მონაწილეობს მარსმავლების სიგნალების დედამიწაზე რეტრანსლიაციის საქმეში.

წყარო:

http://www.jpl.nasa.gov/news/news.php?feature=6680

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.