დედამიწაზე ყოველ წელს კომეტებისა და ასტეროიდების დიდი რაოდენობის მტვერი ხვდება. ეს მტვრის ნაწილაკები შემოდიან ჩვენს ატმოსფეროში და მათი ნაწილი დედამიწის ზედაპირს მიკრო-მეტეორიტების სახით აღწევს. ბოლო 20 წელია მიმდინარეობს საფრანგეთის პოლარული ინსტიტუტი მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც CNRS-ის, საკლეს უნივერსიტეტის და საფრანგეთის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა დადგინეს, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მიკრო-მეტეორიტების მასა წელიწადში 5,200 ტონას აღწევს. კვლევის შედეგები 2021 წლის 15 აპრილს გამოქვეყნდა ჟურნალში Earth & Planetary Science Letters.
ანტარქტიდის მიკრო-მეტეორიტების შეგროვებისა და ანალიზისთვის, Jean Duprat-ს (CNRS) ხელმძღვანელობით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ექვსი ექსპედიცია ჩატარდა. კვლევები მიმდინარეობდა ფრანგულ-იტალიური სადგურთან Concordia, რომელიც ანტარქტიდის ცენტრალურ რაიონში, ადელიის მიწის სანაპიროდან 1,100 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი იდეალურია მეტეორიტების შეგროვებისთვის, თოვლის დაგროვების დაბალი ტემპისა და დედამიწის მტვერის არარსებობის გამო.
ექსპედიციებმა შეაგროვეს 3-დან 200 მიკრო-მეტრამდე ზომის მეტეორიტების საკმარისი რაოდენობა, რათა გაეზომათ კვადრატულ მეტრზე მათი საშუალო წლიური ნაკადი. თუ ამ შედეგებს განვაზოგადებთ მთელი პლანეტისთვის, საერთო მიკრო-მეტეორიტების წლიური ნაკადი დედამიწაზე გამოვა 5,200 ტონა წელიწადში. თუ ამ შეფასებას შევადარებთ თეორიულ ვარაუდებს, გამოვა რომ დაცემული მიკრო-მასალის უმეტესობა (80%) კომეტებს უკავშირდება.
ახალი კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გავიგოთ თუ რა როლს ასრულებდნენ კოსმოსური მტვრის ნაწილაკები ახალგაზრდა დედამიწის წყლისა და ნახშირბადის მოლეკულებით მომარაგების საქმეში.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2021/04/210408131503.htm