შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გამოქვეყნდა აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი ცხოველების მგრძნობელობის შესახებ
გამოქვეყნდა აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი ცხოველების მგრძნობელობის შესახებ

ჟურნალში Journal of Comparative Physiology A, 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი, რომელშიც მეცნიერი განიხილავს ფუტკრებისა და ფრინველების განსაკუთრებულ უნარებს, რომელიც მათ ფრენისას ორიენტაციაში ეხმარება. წერილში აინშტაინი გამოთქვამს ვარაუდს მეცნიერებაში ახალი მიმართულების გაჩენის შესახებ, რომელიც ცხოველების სენსორიკის შესწავლაზე იქნება დამყარებული.

წერილი დაწერილია 1949 წელს ინგლისელი ინჟინერის Glyn Davys სახელზე, რომელიც რადარების შექმნაზე მუშაობდა. 2011 წელს მეცნიერის ქვრივმა, Judith Davys-მა, წერილის ასლი გადასცა ებრაულ უნივერსიტეტს (იერუსალიმი), რომელსაც აინშტაინმა უანდერძა თავისი წერილები და ჩანაწერები. დოკუმენტის გამოკვლევა ახლახან მოხდა მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (RMIT) მეცნიერების მიერ.წერილში აინშტაინი გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ცხოველების გრძნობების გამოკვლევამ შესაძლოა კაცობრიობა მეცნიერებაში ახალ აღმოჩენებამდე მიიყვანოს: „სავსებით შესაძლებელია, რომ გადამფრენი ფრინველებისა და ფოსტის მტრედების ქცევების კვლევამ როდესმე ისეთი ფიზიკური მოვლენების გაგებამდე მიგვიყვანს, რომლებით აქამდე ამოუცნობია“ - წერს მეცნიერი.

როგორც ცნობილია, 1949 წლის აპრილში აინშტაინი დაესწრო ავსტრიელი ეთოლოგის (ზოოლოგიის დარგი, იკვლევს ცხოველების გენეტიკურად განპირობებულ ქცევებს), ნობელის პრემიის ლაურეატის, Karl von Frisch-ის ლექციას პრისტონის უნივერსიტეტში. ლექციაზე Frisch-მა წარმოადგინა თავისი კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ეფექტურად გადაადგილდებიან ფუტკრები გაბნეული სინათლის პოლარიზაციული თვისებების გამოყენებით.

ბოლო წლებში გაკეთებული აღმოჩენები გადამფრენი ფრინველების ნავიგაციური მექანიზმების შესახებ ამყარებს გენიალური მეცნიერის შეხედულებებს. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ: „70 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ აინშტაინის მიხვედრა სწორი აღმოჩნდა. თანამედროვე მონაცემები მიანიშნებენ იმაზე, რომ ფრინველებს შეუძლიათ დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნება მათ თვალში განთავსებული სპეციალური ფოტორეცეპტორების საშუალებით, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი აღიქვამენ. სწორედ ეს აძლევთ მათ საშუალებას გადალახონ ათასობით კილომეტრი.“ თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღქმის მექანიზმი ყველა ცხოველისთვის ერთნაირი არაა. მაგალითისთვის, ფუტკრები მაგნიტურ ველს აღიქვამენ მუცლის არეში განთავსებული რეცეპტორების წყალობით, ხოლო ფრინველები და ძაღლები - მათ თვალში არსებული სპეციალური ფოტორეცეპტორებით - კრიპტო-ქრომებით.

სტატიის ავტორების აზრით, აინშტაინის წერილი ასახავს მის ფართო სამეცნიერო ინტერესებს. პუბლიკაციის პირველი ავტორის, Adrian Dyer (RMIT), თქმით, „შვიდ ათწლეულის შემდეგ, რაც აინშტაინმა ივარაუდა, რომ ახალი ფიზიკა შეიძლება დაფუძნებული იყოს ცხოველების მგრძნობელობითი აღქმის უნარზე, ჩვენ ვხედავთ აღმოჩენებს, რომლებმაც გვიბიძგეს ნავიგაციისა და ფიზიკის ფუნდამენტალური პრინციპების გაგებისკენ.“

წყაროები:

https://ria.ru/20210513/eynshteyn-1732120400.html

https://link.springer.com/article/10.1007/s00359-021-01490-6

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.