ჩერნობილში მომხდარი რადიოაქტიური დაბინძურება მილიონობით ადამიანს შეეხო. დნმ-ის გაშიფვრის და სხვა გენომის მახასიათებლების შესწავლის უახლესი მეთოდებით შესაძლებელი გახდაა შეგვეფასებინა ბირთვული ელექტროსადგურების ავარიების შედეგად რადიაციით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (NCI) მედიკოსების ერთმა ჯგუფმა შეისწავლა ხდება თუ არა რადიაციული ზემოქმედებით გამოწვეული გენეტიკური ცვლილებების გადაცემა მშობლიდან შთამომავლობაზე, როგორც ამას ცხოველებზე ჩატარებული ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დოქტორმა Stephen Chanock (NCI) და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს 1987-2002 წლებში დაბადებული 130 ადამიანის და მათი 105 დედ–მამის სრული გენომი.
ერთი ან ორივე მშობელი მონაწილეობას იღებდა ავარიის ლიკვიდაციის პროცესში, ან ცხოვრობდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაანალიზებული იქნა მშობლებზე იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედება მათ მიერ რადიაციულად დაბინძურებული ძროხის რძის ხანგრძლივად მიღების შედეგად.
მკვლევარები ასეთი მშობლების შვილების გენომში ეძებდნენ ე. წ. de novo მუტაციებს, რომლებიც შემთხვევით წარმოიქმნება ადამიანის გამეტებში (სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები) და შეიძლება გადაეცეს მათ შთამომავლებს, მაგრამ არ აღინიშნება მათ მშობლებში. კვლევამ გამოავლინა, რომ მაიონიზებელი გამოსხივებას არ გამოუწვევია, ან ჰქონდა მინიმალური გავლენა, შემდგომი თაობის ჯანმრთელობაზე.
მეორე კვლევაში NCI-ს მკვლევარებმა გამოიყენეს ახალი თაობის გენომის გაშიფვრის ტექნოლოგია, რათა შეესწავლათ გენეტიკური ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ 359 ადამიანში, რომლებიც ბავშვობაში ან საშვილოსნოში ყოფნისას განიცდიდნენ ჩერნობილის ბირთვული ავარიის შედეგად გამოფრქვეული რადიოაქტიური იოდის (I-131) მაიონიზირებელ გამოსხივებას. შედეგები შეადარეს 81 დაუსხივებელი პაციენტის მონაცემს, რომლებიც კატასტროფიდან 9 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ დაიბადნენ. ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარება იყო ჩერნობილის ავარიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი.
მაიონებელი გამოსხივების ენერგია არღვევს დნმ-ის ქიმიურ კავშირებს, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა სახის დაზიანება. ახალი კვლევა ხაზს უსვამს დნმ-ის კონკრეტული სახის დაზიანების, რომელიც იწვევდა დნმ-ის ორივე ძაფის გაწყვეტას, როლს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გაჩენაში. დნმ-ის ორმაგი სპირალის გაწყვეტასა და რადიაციული ზემოქმედებას შორის კავშირი უფრო ძლიერი იყო ბავშვებისთვის, რომლებმაც უფრო ადრეულ ასაკში განიცადეს რადიაციული ზემოქმედება.
”ამ კვლევებში პირველადაა წარმოდგენილი უკრაინელი კოლეგების მიერ ადრე შეგროვილი ნიმუშების ბიოსციმენტების გამოყენებით მოლეკულური შესწავლის შედეგები, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა განახორციელა.” - ამბობს დოქტორი Lindsay Morton (NCI). ’’წინდახედული მეცნიერების მიერ შექმნილი იქნა ადამიანის ქსოვილების ბანკი. სადაც ინახებოდა დაბინძურებული რეგიონების მაცხოვრებლების სიმსივნის უჯრედების ნიმუშები, რომელთაც განუვითარდათ ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ამ მეცნიერებმა განჭვრიტეს, რომ მომავალში მოხდებოდა ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი წინსვლა და მკვლევართა საზოგადოება ეხლა სარგებლობს მათი წინდახედულობით."
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2021/04/210422150435.htm