
Science-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ სატურნის ერთ-ერთი მთვარის, ენცელადას, ყინულოვანი გარშის შიგნით საკმაოდ ღრმა თხევადი ოკეანე იმალება.

Nature-ის მარტის ნომერში გამოაქვეყნდა ცნობა მზის სისტემაში კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტის აღმოჩენის შესახებ. მისი ტრაექტორიის ასახსნელად მეცნიერები ვარაუდობენ უცნობი შორეული პლანეტის არსებობას, რომლის ზომა შესაძლო დედამიწისას აჭარბებს კიდეც.

NASA-მ თავის ვებ გვერდზე 'დღის ასტრონომიული ფოტოს' რუბრიკაში გალაქტიკების ჯგუფის - სტეფანის კვინტეტის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ჰავაის ობსერვატორიის მიერ მიღებული გამოსახულებების ზედდებას წარმოადგენს.

პრეზენტაციაზე, რომელიც 17 მარტს ინტერნეტით გადაიცემოდა მთელ მსოფლიოში BICEP2 პროექტის მონაწილე ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა გააკეთეს სენსაციური განცხადება დიდი აფეთქებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების შესახებ.

NASA-მ თავის ვებ გვერდზე 'დღის ასტრონომიული ფოტოს' რუბრიკაში მზესუმზირას გალაქტიკის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. თავისი ზომებით და აგებულებით მზესუმზირას გალაქტიკა ჩვენი მშობლიური გალაქტიკის მსგავსია და გასაოცარი ფერთა პალიტრით გამოირჩევა.

ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) 20 იანვრის საღამოს პირდაპირ ეთერში გადასცემდა კოსმოსურ ზონდ Rosetta-ს კავშირის სეინას, ზონდის გაღვიძებას და შესაბამისი სიგნალის მოსვლას დედამიწამდე 8 საათზე მეტი დრო დასჭირდა.

Microsoft საბოლოოდ წყვეტს WindowsXP-ის პროგრამულ განახლებას, თუმცა ანტივირუსის განახლების გაგრძელება 2015 წლის 14 ივნისამდეა დაგეგმილი.