ჩვენ უკვე ადრე ვიუწყებოდით ESA-ს კოსმოსური ზონდის, რეზეტას (Rosetta spacecraft), 10 წლიან მისიაზე ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის (Comet 67P/Churyumov–Gerasimenko) შესასწავლად, რომელიც ამჟამად ჩვენგან დაახლოებით ნახევარი სინათლის საათით (დაახლოებით 510 მილიონი კილომეტრი) არის დაშორებული. 12 ნოემბერს თბილისის დროით 12:35 დაიწყო მისიის ყველაზე რთული ფაზა, როცა დაახლოებით სარეცხი მანქანის ზომების ავტომატური დასაშვები მოდული ფილეი (Philae lander) მოსცილდება როზეტას და დაახლოებით 7 საათის შემდეგ 20:09 დაეშვა კომეტის ზედაპირზე. სურათზე განისახულია კომეტის ზედაპირის პირველი ფოტო რომელიც ფილეიმ გადმოსცა დედამიწაზე როზეტას რეტრანსლიატორის მეშვეობით. ვინაიდან კომეტის ზედაპირის აგებულება უცნობია და კომეტა იმდენად პატარაა, რომ მისი ზედაპირული გრავიტაცული ველი სუსტია, ამიტომ მოდული ჰარპუნთა სპეციალური სისტემით უნდა დამაგრებულიყო კომეტის ზედაპირზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰარპუნების გამოტყორცნა არ მოხდა და როგორც ჩანს ფილეი პირველი დაშვების შემდეგ ახტა კომეტის ზედაპირიდან და მერე კლავ დაეშვა.