ჩილეს ანდებში განთავსებული ტელესკოპის VLT (ESA) მონაცემებზე დაყრდნობით ასტრონომების ჯგუფმა დაადგინა, რომ კვაზარების ცენტრში განთავსებული ზამასიური შავი ხვრელების ბრუნვის ღერძები უმრავლე შემთხვევაში ერთმანეთის პარალელურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტები ერთმანეთისაგან მილიარობით სინათლის წლით არიან დაშორებული.
კვაზარები წარმოადგენენ გალაქტიკების ჩანასახებს, რომელთა ცენტრში ზემასიური შავი ხვრელებია განლაგებული. შავი ხვრელების გარშემო მბრუნავი ძალიან ცხელი ნივთიერების (აკრეციული დისკოს) გამოსხივება ხანდახან გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის გამოსხივებასაც კი ჩრდილავს. სამყაროში შავი ხვრელების განაწილების ანომალიებზე ჩვენ ადრეც ვწერდით.
აღმოჩნდა, რომ კვაზარების ბრუნვის ღერძების მიმართულება კორელილებულია დიდ მასშტაბებზე სამყაროში გალაქტიკების განაწილების ქსელურ სტრუქტურასთან, რომელშიც კვაზარები იმყოფებიან. მაგალითად, თუ კვაზარი მდებარეობს გალაქტიკების გრძივ სტრუქტურაში, მაშინ ცენტრალური შავი ხვრელის სპინი მიმართულია სტრუქტურის გასწვრივ. სამყაროს ევოლუციის თანამედროვე კომპიუტერული მოდელები კი არ იძლევიან კორელაციებს ასეთ მასშტაბებზე.
თავის დაკვირვებებში ასტრონომები ზომავდნენ კვაზარების გამოსხივების პოლარიზაციას. 19 კვაზარისთვის დამზერილმა პოლარიზაციულმა სურათმა, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მეცნიერებს საშუალება მისცათ ეპოვათ აკრეციული დისკოების დახრის კუთხე, ანუ განესაზღვრათ კვაზარების ბრუნვის ღერძების ორიენტაცია. შეფასებების თანახმად იმის შანსი, რომ ორიენტაციების დაკვირვებული კორელაცია შემთხვევით ხასიათს ატარებს 1%-ს არ აღემატებ.