შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Philae-მ უარყო დედამიწაზე წყლის გაჩენის სტანდარტული მოდელი
Philae-მ უარყო დედამიწაზე წყლის გაჩენის სტანდარტული მოდელი

ESA-ს კოსმოსური სადგური Rosetta, დასაშვებ მოდულ Philae-სთან ერთად, გაშვებული იქნა 2004 წლის 2 მარტს კურუს კოსმოდრომიდან (ფრანგული გვიანა) რაკეტა Ariane 5-ის მეშვეობით. როგორც ადრე ვიუწყებოდით 12 ნოემბერს დასაშვები მოდული Philae პირველად კაცობრიობის ისტორიაში დეშვა კომეტის 67Р/Churyumov–Gerasimenko-ს ზედაპირზე.

Churyumov–Gerasimenko-ს კომეტა აღმოჩენილი იქნა 1969 წელს. იგი ეკუთვნის მოკლე პერიოდის მქონე კომეტების ჯგუფს (მზის გარშემო მისი მიმოქცევის პერიოდია 6.6 წელი). კომეტის ორბიტის დიდ ნახევრადღერძი მცირედ აჭარბებს 3.5 ასტრონომიულ ერთეულს; მისი მასა დაახლოებით 1013 კგ, ხოლო ბირთვის საშუალო დიამეტრი რამოდენიმე კილომეტრია.

აღმოჩნდა, რომ Philae-ს დაშვების ადგილი ჩრდილშია მოქცეული, რამაც მოდულის მკვებავ მზის ელემენტებს პრობლემები შეუქმნა. 15 ნოემბერს Philae-ს ელემენტები საბოლოოდ განიმუხტა და ზონდი გაურკვეველი დროით ძილის რეჟიმში გადავიდა. თუმცა დაძინებამდე ზონდმა მოასწრო დაგეგმილი სამუშაოების ნაწილის შესრულება, მათ შორის მას-სპექტრომეტრის ROSINA-ს მეშვეობით კომეტის ყინულოვანი მასივების იზოტოპური შემადგენლობის შესწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ კომეტის წყალი დედამიწის ოკეანეებთან შედარებით სამჯერ მეტ დეიტერიუმს (მძიმე წყალს) შეიცავს. ეს შედეგი კი ეჭვქვეშ აყენებს დედამიწაზე წყლის გაჩენის ყველაზე უფრო გავრცელებულ კომეტურ ჰიპოტეზას. სტატიის ავტორების აზრით, უფრო ალბათურია, რომ წყალი დედამიწაზე კომეტებთან შეჯახების შედეგად კი არ გაჩნდა, არამედ ასტეროიდებმა ჩამოიტანეს.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.