შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პლუტონის ორბიტასთან New Horizons გამოაღვიძეს
პლუტონის ორბიტასთან New Horizons გამოაღვიძეს

პლანეტათაშორისო ზონდის New Horizons (NASA) ძირითად მისიას წარმოადგენს ორი ჯუჯა პლანეტის პლუტონის (რომელსაც პლანეტის სტატუსი 2006 წელს ჩამოერთვა) და ქარონის ორჯერადი სისტემის შესწავლა. ამ ჯუჯა პლანეტების მზისგან დაშორება არის  30-50 AU (1 AU უდრის დედამიწიდამ მზემდე საშუალო მანძილს - დაახლოებით 150 მილიონ კმ-ს). თვით პლუტონი და ქარონი ერთმანეთისგან დაშორებული არიან 19 570 კმ-თი, რაც თითქმის 20 ჯერ ნაკლებია დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილთან შედარებით. პლუტონის დიამეტრია 2390 კმ, რაც მთვარისას თითქმის 1/3-ით ჩამოუვარდება, ხოლო ქარონის კიდევ უფრო ნაკლები  - 1212 კმ. პლუტონი ქარონზე 9-ჯერ მძიმეა, თუმცა ამ ორმაგი სისტემის სიმძიმის ცენტრი მაინც პლუტონის ზედაპირის გარეთ მდებარეობს.

სხვადასხვა მონაცემებით პლუტონის და ქარონის ატმოსფეროები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ, ანუ პლუტონის ატმოსფეროს მოლეკულების ნაწილი შეიძლება გადაედინებოდეს ქარონზე. გარდა ამ საკითხის დაზუსტებისა New Horizons უნდა შეამოწმოს არის თუ არა პლუტონის გაყინული ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანე. სადგურზე განთავსებული ხელსაწყოები ასევე შეისწავლიან პლუტონის მაგნიტოსფეროს, ატმოსფეროს შემადგენლობას, ზედაპირის სტრუქტურას და ქარონთან მის ურთიერთქმედებას.

New Horizons გაშვებული იქნა 2006 წლის 19 იანვარს კანავერალის კონცხიდან Atlas V რაკეტის გამოყენებით. პლუტონამდე მგზავრობისას ზონდმა რამოდენიმე გრავიტაციული მანევრი შეასრულა და სხვადასხვა კვლევის ჩატარებაც მოასწრო. კერძოდ 2006 წლის 13 ივნისს აპარატმა 110 ათასი კმ მანძილზე ჩაუარა პატარა ასტეროიდს 132524 APL და გადმოსცა მისი ფოტოგრაფიები. თუმცა მოგზაურობის ძირითადი დრო New Horizons ჰიბერნაციის (ძილის) რეჯიმში იმყოფებოდა.

2015 წლის 14 ივლისს New Horizons უნდა დაუახლოვდეს პლუტონს მინიმალურ მანძილზე (12,5 ათასი კმ). სწორედ ამ დროისთვის ელიან მისიის ძირითად მონაცემებს. პლუტონ-ქარონის კვლევის შემდეგ NASA აპირებს აპარატის გამოყენებას ჯუჯა პლანეტების ორბიტების მიღმა მდებარე კუიპერის სარტყლის ობიექტების შესასწავლად. მისის დასრულება დაახლოებით 2025 წლისთვის იგეგმება.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.