შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Windows 7–ის ფუნქციების განახლება შეწყდა
Windows 7–ის ფუნქციების განახლება შეწყდა

როგორც ადრე ვიუწყებოდით იწყება Windows-ის პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტის ძირითადი ფაზა. Microsoft-ის ტექნიკური დახმარების ვებ-გვერდის თანახმად 2015 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა Windows 7-ის ბოლო ე.წ. სირვისების პაკეტი 1. Windows 7-ის ზოგადი მხარდაჭერის შეწყვეტა კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლების ახალ პლატფორმაზე, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც ჩვეულებრივი ისე სენსორული ეკრანის მქონე კომპიუტერებისთვის, გადაყვანის მიმართულებით.

Microsoft-ის პროგრამების ზოგადი მხარდაჭერა (Mainstream Support) მოიცავს პროგრამების შეცდომების გასწორებას, დიზაინის განახლებასა და ახალი ფუნქციების დამატებას. ასე, რომ Windows 7-ის მნიშვნელოვანი განახლება უკვე აღარ იგეგმება. თუმცა, მინიმუმ 2020 წლის 14 იანვრამდე, Microsoft გააგრძელებს Windows 7-ის გაფართოებულ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს ხარვეზების აღმოფხვრას პლატფორმის უსაფრთხოების სისტემაში.

Microsoft-მა Windows 7-ის გაყიდვები შეწყვიტა 2013 წლის 31 ოქტომბრიდან, ხოლო 2014 წლის 31 ოქტომბრიდან შეწყდა კომპიუტერების გაყიდვაც რომლებზეც დაყენებული იყო Windows 7-ის შემდეგი ვერსიები: Home Basic, Home Premium და Ultimate. როდის შეწყდება კომპიუტერების გაყიდვა Windows 7 Professional-ით ჯერ უცნობია.

NetMarketShare მონაცემების თანახმად Windows 7 ამჟამად დაყენებულია მსოფლიოში კომპიუტერების დაახლოებით 56 %-ზე. Windows XP-ზე მოდის ბაზრის 18 %, Windows 8-ის სხვადასხვა ვერსიაზე 14 % და Mac OS X-ს ვერსიებზე 5 %. წელს ნავარაუდევია Microsoft-ს ახალი პლატფორმის Windows 10-ის გამოსვლა.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.