Windows 7–ის პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტის ძირითადი ფაზის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის 13 იანვრიდან. თუმცა კიდევ 5 წლის განმავლობაში კომპანია Microsoft კვლავაც უფასოდ გაავრცელებს ამ ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების სისტემის განახლების ფაილებს.
Windows 8–ის მხარდაჭერის შეწყვეტა დაიწყება 2018 წლის 9 იანვრიდან. ეს ოპერატიული სისტემა 2 წელია რაც გამოჩნდა, თუმცა ვერ მოიპოვა პოპულარობა. მაშინ როცა 2009 წელს გამოსული Windows 7 ჯერ კიდევ პოპულარულია, მას Windows–ის მომხმარებლების თითქმის 53% პროცენტი იყენებს, მაშინ როცა Windows 8–ის წილი მხოლოდ 6%–ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 8 აპრილიდან Microsoft–მა საბოლოოდ შეწყვიტა Windows XP–ის და Office 2003–ის ტექნიკური მხარდაჭერა.
ახალი ოპერაციული სისტემის – Windows 10–ის გამოსვლა 2015 წელსაა დაგეგმილი და მისი წინასწარი ტექნიკური ვერსიის თავისუფალი ტესტირება 1 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი.