დიდი ხანია მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები შეიძლება გადაადგილდებოდნენ სივრცეში, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ახლახან მოახერხდა. 2021 წლის 12 მარტს Astrophysical Journal- ში გამოქვეყნდა ჰარვარდის სიმფსონის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარების მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები რომლებიც ადასტურებენ ამ მოვლენას. აღმოჩნდა, რომ ზერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრში მდებარეობენ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გალაქტიკის ცენტრში სტატიკურ მდგომარეობაში არ იმყოფებიან, არამედ გარკვეული კანონზომიერებით მოძრაობენ.
”ჩვენ არ ველით, რომ სუპერმასიური შავი ხვრელების უმრავლესობა შეიძლება გადაადგილდებოდნენ", ამბობს Dominic Pesce, ასტრონომი ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას. "ისინი იმდენად მასიურები არიან, რომ რთულია მათი წანაცვლება, შედარებისთვის წარმოვიდგინოთ რამდენად რთულია ბოულინგის ბურთის გადაადგილება ფეხბურთის ბურთთან შედარებით, შავი ხვრელების მასა ხომ რამდენიმე მილიონ მზის მასას შეადგენს.“
Pesce და მისი თანამშრომლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამ იშვიათი მოვლენის დასაკვირვებლად ზერმასიური შავი ხვრელების და გალაქტიკების სიჩქარის შედარების გზით. ჯგუფმა თავდაპირველად შეისწავლა 10 შორეული გალაქტიკა და მათი ბირთვების ზერმასიური შავი ხვრელები. მეცნიერებს აინტერესებდათ ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს გალაქტიკების და მათ ცენტრში მყოფი შავი ხვრელების სიჩქარე "ჩვენ ველოდით, რომ მათ ერთნაირი სიჩქარე ექნებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაადასტურებდა შავი ხვრელების შეშფოთების არსებობას.“
მეცნიერებმა შეისწავლეს შავი ხვრელები, რომლებიც აკრეციულ დისკოებში შეიცავდნენ წყალს. აკრეციული დისკოები წარმოადგენენ შავ ხვრელის გარშემო მბრუნავ მატერიის სპირალურ სტრუქტურებს, რომლის შიგა ნაწილიც მუდმივად ჩაედინება ხვრელში. ამ დისკოებში დიდი სიჩქარით მოძრავი წყალი წარმოქმნის ლაზერის მსგავს რადიოსიგნალებს, რომელებიც მაზერის (maser) სახელით არან ცნობილი. რადიოსიგნალების ანალიზი მოხდა ძალიან დიდი ბაზის მქონე რადიო-ინტერფერომეტრიბით Arecibo (პუერტო რიკო) და Gemini (ჰავაი და ჩილე), რომლებიც საშუალება იძლევიან დიდი სიზუსტით გაიზომოს შავი ხვრელის სიჩქარე.
ამ ტექნიკის დახმარებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 10 სუპერმასიური შავი ხვრელიდან ცხრა „შეუშფოთებელი“ იყო; მაგრამ ჩვენგან 230 მლნ სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის - J0437+2456 - ცენტრში მდებარე 3 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი 180 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი რა იწვევს ამ მოძრაობას. მეცნიერების აზრით არსებობს ორი შესაძლებლობა. ”ჩვენ შეიძლება ვაკვირდებით ორი სუპერმასიური შავი ხვრელის შერწყმას”, - ამბობს Jim Condon (ეროვნული რადიო ასტრონომიული ობსერვატორია)- „ასეთი შერწყმის შედეგად შეიძლება ახალშობილი შავი ხვრელი განიცდის უკუდარტყმას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით.”
არსებობს კიდევ ერთი, ალბათ კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობა: შავი ხვრელი შეიძლება იყოს ორმაგი სისტემის ნაწილი, რომელთაგან ერთი-ერთი ''უხილავია''. ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ამ ეტაპზე ვერ დაადასტურა მეორე შავი ხვრელის არსებობა, ამიტომ სამყაროს ამ ყველაზე მკვრივი ობიექტის უჩვეულო მოძრაობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.