კალიფორნიის ტექნოლოგიურ და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტებში არსებული აინშტაინის ნაშრომების პროექტის არქივის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ცნობილია აინშტაინის ხელით დაწერილი ფორმულის E = mc² მხოლოდ სამი სხვა ნიმუში. ბოსტონში 13-20 მაისს გამართულ აუქციონზე გაყიდული მეოთხე ნიმუშის არსებობა, ერთადერთი კერძო კოლექციიდან, მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო აუქციონზე მისი 400,000 დოლარად გაყიდვა, მაგრამ საბოლოო ფასმა 1,243,707 დოლარი შეადგინა.
”ეს არის მნიშვნელოვანი წერილი როგორც ჰოლოგრაფიული, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან იგი აჩვენებს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურ ფიზიკური პრობლემის აინშტაინისეულ ხედვას,” - თქვა აუქციონის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა Bobby Livingston-მა და განტოლებას, რომელიც უჩვენებს ენერგიის და მასის ექვივალენტურობას, უწოდა ყველაზე ცნობილი მსოფლიოში.
ერთგვერდიანი, გერმანულენოვანი ხელნაწერი 1946 წლის 26 ოქტომბრით არის დათარიღებული და მისი ადრესატია პოლონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსი Ludwik Silberstein-ი, რომელიც აინშტაინის თეორიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი იყო.
”თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა, ყოველგვარი ერუდიციის გარეშე E = mc² ფორმულით შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს (ან მასების რადიუსების შესწორებული ფორმულა) ვერ მოჰფენს შუქს ატომური მუდმივებს. ამისათვის ჯერ საჭიროა გრავიტაციისა და ელექტრობის ერთიანი თეორიის ცოდნა." - წერს აინშტაინი პრინსტონის უნივერისიტეტის გერბიან ფურცელზე.
წერილი ინახებოდა Ludwik Silberstein-ის პერსონალურ არქივში და გაიყიდა მისი მემკვიდრეების მიერ. მყიდველის სახელი არ გასაჯაროებულა.
წყარო
https://www.cbsnews.com/news/albert-einstein-emc2-equation-letter-auction-1-2-million/