შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ნეიტრინოს შესაძლო მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა
ნეიტრინოს შესაძლო მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

ნეიტრინოები თითქმის უმასო ნაწილაკებია და ჯერ კიდევ არ ვიცით მათი მასის ზუსტი მნიშვნელობა. კარლსრუეში (გერმანია) მიმდინარე KATRIN ექსპერიმენტის უახლესი შედეგების თანახმად, ნეიტრინოს მასის მაქსიმალური მნიშვნელობა იმაზე მცირეა ვიდრე აქამდე გვეგონა. 19 აპრილს ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ონლაინ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ ნეიტრინოების მასის ზედა ზღვარი 0.8 ელექტრონვოლტს არ აღემატება, რაც ელექტრონის მასაზე 600,000-ჯერ ნაკლებია.

KATRIN ექსპერიმენტში მიმდინარეობს წყალბადის იშვიათი იზოტოპის - ტრიტიუმის შესწავლა, რომელიც რადიოაქტიურად იშლება და გამოასხივებს ელექტრონს და ანტი-ნეიტრინოს. გამოტყორცნილი ელექტრონის ენერგიის ზუსტი გაზომვით შეგვიძლია ანტი-ნეიტრინოს მასის შეფასება. რაც უფრო მასიურია ნეიტრინო მით ნაკლები კინეტიკური ენერგია შეიძლება ჰქონდეს ელექტრონს. KATRIN ექსპერიმენტების წინანდელი შედეგებით, რომლებიც უფრო დაბალ სტატისტიკას ეყრდნობოდა, ნეიტრინოს მასის ზედა ზღვარი 1.1 ელეტქრონვოლტი გამოდიოდა, მაშინ როცა ახალი მონაცემებით ეს რიცხვი 0.8 ელექტრონვოლტს არ აღემატება. მომავალმა ექსპერიმენტებმა შესაძლოა ნეიტრინოს მაქსიმალური მასისთვის კიდევ უფრო დაბალი მნიშვნელობა მოგვცეს.

ჯერ კიდევ არ ვიცით რატომ არიან ნეიტრინოები ასეთი მსუბუქი, რადგან ამ ნაწილაკის მასის წყარო ჯერ კიდევ უცნობია. ფუნდამენტური ნაწილაკების უმეტესობა მასას ჰიგსის ველთან ურთიერთქმედებით იძენს, თუმცა ნეიტრინოს მასის წყარო შესაძლოა სხვა იყოს.

წყარო:

https://www.sciencenews.org/article/neutrino-max-possible-mass-tiny-new-estimate-particle-physics

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.