შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

როგორ და როდის შეიქმნა ირმის ნახტომი
როგორ და როდის შეიქმნა ირმის ნახტომი

2021 წლის 17 მაისს ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნებულ ოჰაიოს უნივერსიტეტის ასტრონომების სტატიაში მიღებულია ჩვენი გალაქტიკის ასაკის ამჟამად არსებული ყველაზე ზუსტი შეფასება.

სხვადასხვა მონაცემების ანალიზით, მათ შორის ასამდე წითელი გიგანტური ვარსკვლავისთვის, მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ, თუ როგორ მოხდა დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომის შერწყმა მის სატელიტ გალაქტიკასთან, რომელიც Gaia-Enceladus სახელით არის ცნობილი.

”ჩვენი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ როდესაც შერწყმა მოხდა, ირმის ნახტომში უკვე არსებობდა ვარსკვლავების დიდი პოპულაცია,” - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი Fiorenzo Vincenzo (ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის ცენტრი).

ირმის ნახტომის ვარსკვლავები ძირითადად მოხვდა გალაქტიკურ დისკოში, ხოლო Gaia-Enceladus ვარსკვლავების უმეტესობა ამჟამად გალაქტიკის გარე ჰალოშია.

”Gaia-Enceladus-თან შერწყმა არის ირმის ნახტომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. სწორედ ის განსაზღვრავს მის ახლანდელ ფორმას,” - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი Josefina Montalban (ბირმინგემის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლა).

ვარსკვლავების ასაკის შეფასებით, მკვლევარებმა შეძლეს პირველად დაედგინათ, რომ Gaia-Enceladus ვარსკვლავები ირმის ნახტომის ვარსკვლავების უმრავლესობაზე ოდნავ ახალგაზრდა ან იგივე ასაკის არიან. შედეგებმა აჩვენა, რომ შერწყმის შეშფოთებებმა შეცვალა გალაქტიკის ვარსკვლავების ორბიტები და ისინი უფრო გაწელილი გახადა.

შერწყმის დროს ვარსკვლავების მოძრაობებს Fiorenzo Vincenzo ცეკვას ადარებდა, რომლის დროსაც Gaia-Enceladus და ირმის ნახტომის ვარსკვლავებს სხვაგვარად მოძრაობის გარდა სხვანაირადაც "აცვიათ", ანუ განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა აქვთ.

კვლევებში გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები და მონაცემთა წყაროები. კერძოდ, ვარსკვლავების ასაკის ზუსტად დასადგენად გამოიყენეს ასტრო-სეისმოლოგია, შედარებით ახალი მეთოდი, რომელიც იკვლევს ვარსკვლავების შიდა სტრუქტურას მათი რხევების საშუალებით.

”ეს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ძალიან ზუსტი ასაკი ვარსკვლავებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ირმის ნახტომში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიის დასადგენად,” - ამბობს Mathieu Vrard (ოჰაიოს უნივერსიტეტი).

გამოყენებული იქნა ასევე პროექტ APOGEE-ს ფარგლებში განხორციელებული სპექტროსკოპიული ანალიზის შედეგები, რომელიც იძლევა ინფორმაციას ვარსკვლავების ქიმიურ შემადგენლობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათი ასაკის დასადგენად.

”ჩვენ ვაჩვენეთ ასტრო-სეისმოლოგიის და სპექტროსკოპიის ერთობლივი გამოყენების დიდი პოტენციალი ვარსკვლავების ასაკის დადგენისთვის.” - ამბობს Josefina Montalban.

მკვლევარების აზრით, ეს კვლევა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

”ახლა ჩვენ ვგეგმავთ ამ მიდგომის გამოყენებას ვარსკვლავების უფრო დიდ რაოდენობაზე და სიხშირეების სპექტრის კიდევ უფრო მეტი მახასიათებლების ანალიზს. ეს საბოლოოდ მოგვცემს ჩვენი გალაქტიკის შექმნის ისტორიისა და ევოლუციის უფრო მკაფიო ხედვას, რაც საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორ განვითარდა ჩვენი გალაქტიკა.” - ამბობს Fiorenzo Vincenzo.

წყარო:

https://www.scien...124938.htm

https://www.nature.com/articles/s41550-021-01347-7

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.