Kaneka Corporation (იაპონია) მეცნიერებმა შეძლეს მაქსიმალურად მიახლოებოდნენ მზის სილიციუმის ბატარეის ეფექტურობის მაქსიმალურ ზღვარს 29 %-ს, რეკორდული მაჩვენებლით 26.3 %. წინა რეკორდი იყო 25.6 %.
როგორც მეცნიერები განმარტავენ მათ გამოიყენეს მზის ბატარეიებში არსებული ორი სხვადასხვა გვარის ნახევარგამტარის სპეციალური ჰეტეროშეერთების ტექნოლოგია, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ უარყოფითი და დადებითი მუხტების რეკომბინაციის პროცესი პანელში, რაც დენის შექმნის მაგივრად იწვევდა სითბოს გამოყოფას. აგრეთვე მზის პანელების ზედაპირი დაფარეს ამორფული სილიციუმის ამრეკლსაწინააღმდეგო ფენით, რითაც შეამცირეს ფოტონების გაბნევა.
ნოვატორები მიღწეულზე არ აპირებენ გაჩერებას. მათ განაცხადეს, რომ უკვე იციან მიზეზი თუ რა არ აძლევდა საშუალებას მზის ბატარეას მიეღწია ეფექტურობის მაქსიმალური ზღვრისთვის. მათ შორის არის ოპტიკური დანაკარგები და თავისუფალი ელექტრონებისა და დადებითი იონების გაერთიანება. ახლა ისღა დაგვრჩენია გავიგოთ თუ როგორ გადავლახოთ ეს პრობლემები, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები.
წყარო:
http://mir24.tv/n...e/15873309
https://arstechnica.com/science/2017/03/japanese-company-develops-a-solar-cell-with-record-breaking-26-efficiency/