მიუხედავად უზარმაზარი მასისა (4 მილიონი მზის მასის ტოლი) ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის (მშვილდოსანი А* - Sgr A*) რადიუსი (დაახლოებით 24 მილიონი კმ) მერკურის ორბიტაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ჩვენგან კი იგი დაახლოებით 26,000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. მისი დანახვა მოითხოვს უზარმაზარ გარჩევისუნარიანობას, რადგან ეს დაკვირვება დედამიწიდან მთვარის ზედაპირზე CD-დისკის ძებნის ექვივალენტურია. ამ ამოცანის შესასრულებლად გადაწყდა პლანეტარული ტელესკოპის შექმნა Event Horizon Telescope პროექტის ფარგლებში, რომელიც იყენებს გაერთიანებული აპერტურის მეთოდს (ერთი და იგივე ობიექტის ერთდროული გადაღება რამდენიმე ერთმანეთისგან დაშორებული ტელესკოპის მეშვეობით). პროექტს აფინანსებს მსოფლიოს 30-ზე მეტი სამეცნიერო ცენტრი და მასში მონაწილეობას იღებს 12 რადიოტელესკოპი 8 ობსერვატორიიდან:
ARO/SMT (არიზონა, აშშ)
APEX, ASTE და ALMA (ატაკამა, ჩილე)
CARMA და CSO (კალიფორნია, აშშ)
IRAM (სიერა ნევადა, ესპანეთი)
JCMT და SMA (ჰავაი, აშშ)
LMT (სიერა ნეგრა, მექსიკა)
NOEMA (დე ბური, საფრანგეთი)
SPT (ანტარქტიდა)
ოპტიკურ დიაპაზონში შავი ხვრელი არ ჩანს, გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელის გარშემო არსებული მტვერის და გაზის გამო. ამიტომ დაკვირვებებში მონაწილეობენ რადიოტელესკოპები, რადგან რადიოტალღებს ძალუძთ მტვერში გაღწევა.
ჩვენი და მეზობელი M87 გალაქტიკების ცენტრში მდებარე შავ ხვრელებზე დაკვირვებები დაგეგმილია 10 ღამის განმავლობაში, 5 - 14 აპრილს. შემდეგ დაიწყება მონაცემების დამუშავება, რომელიც შესაძლოა 1 წელი ან მეტი დასჭირდეს. უკვე მზადაა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მოდელირებულია დაკვირვებებით მიღებული შესაძლო სურათი.
წყარო: