ვიბრატო ეს არის სიმებიანი საკრავის დაკვრის ან სიმღერის შესეულების ხერხი - ხმის რხევა, ნარნარი. დროულად და ლამაზად შესრულებულ ვიბრატოს შეუძლია გაზარდოს მუსიკის ხარისხი და მსმენელს ძლიერი ემოციები აღუძრას. ვიბრატო ჩვეულებრივ ირხევა 125-250 მილიწამი პერიოდით და რადგან რხევა საკმაოდ სწრაფად ხდება სტანდარტულ ხელსაწყოებს უჭირს კარგი სიზუსტით მისი დააფიქსირება.
ვიბრატოს ანალიზის ახალი მეთოდი გამოქვეყნდა Journal of Mathematics and Music-ში, სადაც პირველად იქნა აღწერილი ე.წ. Filter Diagonalisation Method (FDM) მელოდიების დამუშავებაში. ეს ალგორითმი თავის დროზე შეიქმნა კვანტური მექნიკის ამოცანებისთვის ატომების და მოლეკულების რეზონანსების შესასწავლად. ასევე მისი საშუალებით შეიძლება ჩატარდეს ექსპერიმენტზე გაზომილი სიგნალის სპექტრალური ანალიზი. მუსიკალური სიგნალის დამუშავებისას FDM-ით ეფექტურად მოხერხდა ვიბრატოს დაფიქსირება და მისი პარამეტრების შესწავლა. ამან შესაძლებელი გახადა ნოტების ერთი საკრავიდან მეორე საკრავისთვის დამატებითი სანოტე ნიშნებით ისე გადაწერა, რომ არ იკარგება არანაირი ნიუანსი.
მოცემული პროექტი შეიქმნა კვლევის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო ვიოლონოსა და ერჰუზე (ორსიმიანი ჩინური ვიოლინო) დაკვრას შორის განსხვავებების ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ვიბრატოს ვიოლინოს შემთხვევაში უფრო მძაფრი ეფექტი ქონდა ვიდრე ერჰუზე. FDM-ით სიგნალის გაანალიზების შემდეგ შესაძლებელი გახდა ერჰუს და ვიოლინოს ვიბრატოების დაფიქსირება და პარამეტრულ დონეზე განხვავების დანახვა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი მეთოდი დაეხმარება მუსიკოსებს, რომ მიაღწიონ იდეალურ ვიბრატოს და მიიღონ უფრო ბუნებრივი ჟღერადობა. ახალ ალგორითმს ეფექტურად შეუძლია ვიბრატოს დაფიქსირება და მისი პარამეტრების გამოთვლა. იგეგმება შეიქმნას პროგრამა, რომელიც რეალურ დროში ეფექტურად დაამუშავებს მუსკალურ სიგნალს.
წყარო:
https://www.scien...140701.htm
https://pdfs.sema...6ad4d7.pdf