მარსზე ყოფნის პერიოდში Curiosity-ს უკვე 16 კმ აქვს გავლილი. „მისიის დარჩენილ პერიოდში, მის ექვსივე ბორბალს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი, რათა ყველა დაგეგმილ ადგილს ესტუმროს. დაზიანება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა“ — ამბობს Curiosity-ს პროექტის მენეჯერი ჯიმ ერიქსონი.
ჯერ კიდევ 2013 წელს NASA-მ შენიშნა, რომ მარსმავალის ბორბლებზე ნახვრეტები და ბზარები უფრო სწრაფად ჩნდებოდა ვიდრე მოელოდნენ. როგორც ტესტებმა აჩვენა, ბორბლის სამი ფირფიტის დაზიანებისას საბურავს ჯერ მხოლოდ თავისი რესურსის 60% ჰქონდა გამოყენებული. კარგი ამბავი ის არის, რომ მარსმავალმა უკვე მოიარა მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილები, მათ შორის შარფის მთის მიდამოები. Curiosity ამჟამად წითელი პლანეტის ქვიშის დიუნებს იკვლევს ე. წ. მიურეის ფორმაციის რეგიონში. იმ ადგილებს შორის, რომელთაც მასმავალი შემდგომში უნდა ესტუმროს, არის ჰემატიტების შემცველი „ვერა რუბინის ქედი“ — ქედზე არსებული თიხის შემცველი გეოლოგიური ფენებს ზემოდან სულფატების შემცველი ნაერთი აკრავს.
ამჟამად, მარსმავალი მეთოდურად ადის შარფის მთის ქვედა ნაწილიში არსებულ ახალგაზრდა შრეებზე, რათა გამოიკვლიოს თუ როგორ იცვლებოდა რეგიონის კლიმატი მილიარდობით წლის განმავლობაში. ინფორმაცია გარემო პირობების ცვლილებებზე კლოდვან ფენებშია ჩამარხული. მარსზე ყოფნის პირველ წელს უკვე დადგინდა, რომ ამ რეგიონის გარემო პირობები ერთ დროს ხელსაყრელი ყოფილა მიკრობული სიცოცხლისათვის, თუკი ის მარსზე ოდესმე არსებობდა. მარსის მტკნარი წყლის ტბები, რომლებიც იქ მილიარდობით წლის მანძილზე იყო, შეიცავდა სიცოცხლის ჩვენთვის ცობილი ფორმებისათვის აუცილებელ ყველა საჭირო ქიმიურ ელემენტს. გარდა ამისა, იქ ენერგიის ის ქიმიური წყაროებიც არსებობდა, რომელსაც დედამიწაზე მრავალი მიკრობი იყენებს.
20 მარტისთვის, წითელ პლანეტაზე Curiosity-ს მიერ გავლილმა მანძილმა ზუსტად 16 კმ-ს მიაღწია; მარსმავალი მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაჯდა. იმისათვის, რომ მან სულფატებიც შეისწავლოს, საჭიროა კიდევ 6 კილომეტრის გავლა. გასული ოთხი წლის განმავლობაში მარსმავალს შედარებით ნაკლებად სახიფათო მარშრუტს ურჩევდნენ, სადაც ნაკლებად იყო ქვიანი ზონები. Curiosity-ს თითოეული ბორბლის დიამეტრი არის 50 სმ, ხოლო სიგანე 40 სმ. ისინი დამზადებულია მყარი ალუმინისგან, რომელიც დაფარულია სპეციალური თხელი დამცავი ფენით.
წყარო: