შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Juno-ს ორბიტა აღარ შეიცვლება
Juno-ს ორბიტა აღარ შეიცვლება

NASA-ს ზონდი Juno იუპიტერს მიუახლოვდა 2016 წელს და გადმოსცა გიგანტური პლანეტის მრავალი შესანიშნავი ფოტო. ფოტოებზე იუპიტერი გადაღებულია 4,200 კმ მანძილიდან, რაც ადრეულ სურათებზე 8-ჯერ ახლოსაა. გეგმის თანახმად კოსმოსური აპარატი უნდა გადასულიყო იუპიტერის გარშემო 14 დღიანი პერიოდის მქონე ორბიტაზე. თუმცა რამდენიმე თვეა Juno ძრავის სარქველებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოძრაობს 53 დღიან ორბიტაზე. 17 თებერვალს NASA-ს სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძრავების ჩართვა სახიფათოა და ზონდი დარჩება ამ ორბიტაზე თავისი რესურსების ამოწურვამდე 2018 წელს. თუმცა ზონდზე განთავსებული აპარატურა აგრძელებს მუშაობას. სპეციალისტების აზრით მოშორებულ ორბიტაზე Juno ნაკლებად იქნება იუპიტერის რადიაციული სარტყელების გავლენის ქვეშ, რაც გაზრდის აპარატის ექსპლოატაციის ვადებს.

წყარო:

http://solarsystem.nasa.gov/news/2017/02/17/nasas-juno-mission-to-remain-in-current-orbit-at-jupiter

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.