კოსმოსურ ზონდს Rosetta-ს გადაეგზავნა ახალი ინსტრუქციები 2.5 წლიანი ‘ძილის’ შემდეგ და ახლა ის უნდა შეუდგეს თავის ძირითადი მისიის - ჩურუიმოვ-გერასიმენკოს კომეტის (67P/CG) შესწავლას. ამ მისიის დაწყება 2014 წლის აგვისტოშია ნავარაუდევი. წელსვე იგეგმება Rosetta-ს ბორტზე არსებული დასაშვები აპარატი Philae-ს დასმა კომეტის ზედაპირზე.
Rosetta წარმოადგენს ამჟამად ESA-ს ყველაზე ამბიციურ პროექტს. ზონდის სახელი წარმოდგება ცნობილი რეზეტის ქვის საპატივცემულოდ, რომელზეც არსებულმა სამენოვანმა წარწერამ მეცნიერებს ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საშუალება მისცათ. ზონდზე განლაგებული დასაშვები აპარატის სახელი წარმოდგება ნილოსის დელტაში არსებული კუნძულის სახელიდან სადაც როზეტის ქვა იქნა ნაპოვნი. მისიის სახელი მიგვანიშნებს, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ ზონდის მონაცემებით ნათელი მოჰფინონ არქაული მზის სიტემის სახეს პლანეტების წარმოშობამდე.
Rosetta გაშვებული იქნა 2004 წელს ახალი გვინეის კოსმოდრომიდან ფრანგული რაკეტა-მატარებლით Ariane 5. საჭირო სიჩქარის ციური სხეულების გრავიტაციის მეშვეობით ასაკრეფად ზონმა სამჯერ ჩაუფრინა დედამიწას და ერთხელ მარსს. გზად ჩურუიმოვ-გერასიმენკოს კომეტისკენ, რომელთანაც ზონდს ამჟამად 9 მილიონი კილომეტრი აშორებს, Rosetta ასევე დაუახლოვდა ორ ასტეროიდს, 2867 Šteins (2008 წლის სექტემბერი) და 21 Lutetia (2010 წლის ივლისი), მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდების სარტყლიდან და გადმოსცა მათი მაღალი ხარისხის ფოტოები. ‘ძილის’, ანუ ჰიბერმაციის რეჟიმში ზონდი 2011 წელს გადაიყვანეს, როცა აპარატი მზიდან 549 მილიონი კილომეტრით (დაახლოებით იუპიტერის ორბიტა) იყო დაშორებული, რაც აღარ იძლეოდა მზის ბატარეების დამუხტვის საშუალებას.
Rosetta-ს მისია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია პასუხი გასცეს მრავალ ფუნდამენტურ კითხვას კომეტის ბირთვის სტრუქტურისა და შედგენილობის შესახებ. კომეტები გაჩნდნენ მზის სიტემის ჩამოყალიბების საწყის ეტაპებზე და გავრცელებული ვერსიით სწორედ მათ მოიტანეს წყალი (და შესაძლოა სიცოცხლის ჩანასახი) დედამიწაზე.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Rosetta_%28spacecraft%29