შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

62 კილომეტრი კომეტამდე
62 კილომეტრი კომეტამდე

კოსმოსურმა ხომალდი Rosetta თანდათან უახლოვდება ჩურიუმოვ-გერასიმენკოს (Churyumov-Gerasimenko) კომეტის ბირთვს, მის გარშემო ორბიტაზე გავიდა და აგრძელებს კომეტის ზედაპირის დეტალურ კვლევას. კოსმოსურ ზონდს დაახლოებით ათწლიანი მოგზაურობა და რთული მანევრები დასჭირდა იმისთვის, რომ გასულ თვეში საბოლოოდ მიახლოებოდა კომეტას და გადმოეცა მისი უცნაური, ორმაგი ბირთვის პირველი გამოსახულებები. სურათზე, რომელიც კომეტიდან 62 კილომეტრით დაშორებული ხომალდიდან 10 დღის წინაა გადაღებული, ჩვენ ვხედავთ თუ როგორი მუქი ფერისაა კომეტის ბირთვის ზედაპირი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშუალოდ კომეტის ზედაპირი მასზე დაცემული მზის სხივების მხოლოდ 4 % ირეკლავს. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს "შავი პრინცი" მართლაც რომ ნახშირივით შავია. კომეტის ბირთვის ხაზოვანი ზომა 4 კილომეტრს არ აღემატება. მისი მიზიდულობის ველი იმდენად მცირეა, რომ მის ზედაპირზე მყოფი ასტრონავტი იოლად შეძლებდა ამხტარიყო და კოსმოსში გაფრენილიყო. დაახლოებით ორ თვეში Rosetta კომეტისკენ გაიგზის სპეციალურ მოდულს Philae, რომელიც შეეცდება კომეტის ზედაპირზე დაეშვას და უშუალოდ გამოიკვლიოს იგი. ESA-ს ვებ-გვერდზე უკვე მითითებულია Philae-ს დასმის ოპტიმალური ადგილი - კომეტის ე.წ. J რეგიონი, რომელიც კომეტის ‘თავზე’ მდებარეობს.

წყარო

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.