ჩურუიმოვ-გერასიმენკოს კომეტას ორმაგი ბირთვი აღმოაჩნდა
წარმატებით გრძელდება კოსმოსური ზონდი Rosetta-ს (ESA) მისია (იხილეთ ჩვენი ინფორმაცია აქ), რომელიც ნოემბერში უნდა მიუახლოვდეს ჩურუიმოვ-გერასიმენკოს კომეტას (67P/CG) და მის ზედაპირზე დასაშვები აპარატი Philae დასვას. მეცნიერების გასაკვირად ეხლახან აღმოჩნდა, რომ კომეტას ორმაგი ბირთვი გააჩნია, რომლის სრული ზომაა 4 კმ х 3,5 კმ. ასტრონომების აზრით ბირთვის შემადგენელი ორი ობიექტი ოდესღაც ერთმანეთს შეეჯახა 3 მ/წმ სიჩქარით და გაერთიანდა. ორბირთვიანმა სტრუქტურამ ალბათ არ უნდა შეუქმნას პრობლემები Rosetta-ს, თუმცა გაართულებს დასაშვები მოდული Philae-ს მისიას.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი