შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ტიტანის ატმოსფეროს რეალური სახე
ტიტანის ატმოსფეროს რეალური სახე

The Planetary Science Journal-მა 2025 წლის 20 მაისს გამოაქვეყნა ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრების სტატია, სადაც გაანალიზებულია სატურნის უდიდესი თანამგზავრის, ტიტანის ატმოსფეროს უცნაური ქცევა. კვლევა ეყრდნობა NASA-ს, ESA-ს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიის Cassini-Huygens მონაცემებს, რომელიც კოსმოსში 1997 წელს გაუშვეს. თანამგზავრი კვლევებს სატურნის ორბიტაზე 2004-2017 წლებში აწარმოებდა, თუმცა მიღებული შედეგები ჯერ კიდევ გამოიყენება ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად.

კასინის კოსმოსურმა აპარატმა დააფიქსირა ტიტანის ატმოსფერული მოვლენების მნიშვნელოვანი დეტალები — მათ შორის, ატმოსფეროს დახრილობა და ზამთრის პოლარული გრიგალის ფორმირება და დაშლა. თერმული და ინფრაწითელი დაკვირვებების 13-წლიანი სერიის ანალიზის შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა აჩვენა, რომ ტიტანის სქელი ატმოსფერო არ ბრუნავს ზედაპირთან ერთად, არამედ პრეცესირებს. ტიტანის ატმოსფერო იქცევა როგორც გიროსკოპი და ცდილობს სივრცეში შეინარჩუნოს სტაბილურობა. მკვლევრების ვარაუდით, წარსულში ტიტანზე მოხდა მოვლენა, რამაც გამოიწვია ატმოსფეროს ბრუნვის ღერძიდან გადახრა და ის დღესაც ასეა, ხოლო გადახრის სიდიდე სეზონების ცვლილებასთან ერთად იცვლება.

წინა კვლევებთან შედარებით 4-ჯერ გაზრდილი მერიდიანული გარჩევადობით გუნდმა გამოიკვლია ტიტანზე ატმოსფერული ტემპერატურული ველის სიმეტრია და აღმოაჩინა, რომ ის ზუსტად პოლუსზე არ არის კონცენტრირებული. ამის ნაცვლად, დახრის ცენტრი დროთა განმავლობაში იცვლება, რაც თანხვედრაშია ტიტანის სეზონურ ციკლთან, რომლის ერთი წელი თითქმის 30 დედამიწის წელს უდრის.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ 2030 წლებში დაგეგმილი NASA-ს Dragonfly-ის მისია სწორედ ტიტანზე უნდა განხორციელდეს და ატმოსფეროს ქცევა ამ მისიის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ის ფაქტი, რომ ტიტანის ატმოსფერო ბრუნავს მისი ზედაპირისგან დამოუკიდებლად აჩენს მნიშვნელოვან შეკითხვებს არა მხოლოდ ტიტანზე, არამედ ატმოსფეროს ფიზიკაზე ზოგად.

გუნდის მიგნებებს ახალ დონეზე აყავს ის წარმოდგენა, რომ ტიტანი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს დედამიწას, სინამდვილეში კი ის სრულიად უცხო სამყაროა თავისი უნიკალური კლიმატური სისტემებითა და უამრავი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი საიდუმლოებებით.

წყარო:

https://www.scien...125206.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.