შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 318
ბოლო წევრი: Ana tinikashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
სტატიები: ფიზიკა
ჰორიზონტის პრობლემა

FRW კოსმოლოგია არასრულია. იგი ვერ ხსნის რატომაა სამყარო ერთგვაროვანი (homogenous) და იზოტროპული (isotropic) დიდ მასშტაბებზე. სტადანდარტული კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით თავდაპირველი სამყარო შედგებოდა მრავალი, მიზეზობრივად დაუკავშირებელი რეგიონებისაგან. ის რომ დღეს მათ გააჩნიათ თითქმის ერთნაირი სიმკვრივე და ტემპერატურა ცნობილია როგორც ჰორიზონტის პრობლემა. როგორ გადავიდა თავდაპირველად ასეთი არაერთგვაროვანი სამყარო ერთგვაროვან და იზოტროპულში?


პაული-ფირცის გრავიტაცია

გრავიტაციის აღსაწერად დღეს იქმნება უამრავი მოდელი. ყველა მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ზოგიც მოდელი გადის ექსპერიმენტულ ტესტებსაც, თუმცა სრულყოფილი თეორია, რომელიც დღევანდელ ჩვენ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა არ არსებობს. მიიჩნევა, რომ კლასიკურ დონეზე გრავიტაცია აღიწერება ფარდობითობის ზოგადი თეორიით, რომლის ძირითადი განტოლებებიც არის აიშტაინის განტოლებები. მიუხედავად ტრიუმფისა კლასიკურ ტესტებთან მიმართებაში, აინშტაინის თეორია სრულ ფიასკოს განიცდის დაკვანტვის დროს. გარდა ამისა თეორია არის გადაუნომრვადი, შეუძლებელია განშლადობების გაქრობა. ასევე ფაქტიურად შეუძლებელია ენერგიის ნულოვანი დონის განსაზღვრა. ყოველივე ეს შინაგანი წინააღდეგობები გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ფუნდამენტური თეორია (მაგალიტად სიმების მოდელი), რომლის ეფექტური თეორიაც უნდა იყოს ფარდობითობის ზოგადი თეორია. ამჟამად ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივაა, დღევანდელი ამოცანები კი უკვე მოითხოვს გრავიტაციის კვანტურ დონეზე განხილვას. არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც კლასიკაში არც ისე კარგ შედეგებს იძლევა, მაგრამ კვანტურ გრავიტაციაზე შეიძლება გაკვეული წამოდგენა მოგვცეს. ასევე არსებობს მოდელები, რომლებშიც დასაკვანტატ იყენებენ აიშტაინის განტოლებების მიახლოებას, მაგალითად პაულ-ფირცის გრავიტაცია, რომელსაც კლასიკურ დონეზეც განვიხილავთ.


გრავიტაციული ტალღების ძიების მეთოდიკა

თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ძიების ობიექტია გრავიტაციული ტალღები. მათი არსებობის იდეა გამომდინარეობს 1916 წელს აინშტაინის მიერ შექმნილი ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან, რომელიც აერთიანებს სივრცეს და დროს.


ავრორა

მზის წიაღში წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის შედეგად მზე გარემო სივრცეში დიდი სისწრაფით გამოსტყორცნის ელქტრონების მძლავრ ნაკადს. ეს ელექტრონები შემოიჭრებიან რა დედამიწის ატმოსფეროს მაღალ ფენებში, სადაც ჰაერი ძლიერ გაიშვიათებულია, სხვადასხვა გაზის მოლეკულებთან დაჯახებით წარმოშობენ პოლარულ ნათებებს.


როგორი იქნება ცხოვრება სხვა კოსმოსურ სხეულზე?

i62.tinypic.com/2hn05y9.jpg
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რანაირი იქნება ცხოვრება მთვარეზე, მარსზე, მერკურიზე, ვენერაზე, ან სხვა კოსმოსურ სხეულზე? ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორი იქნება ცხოვრების სტილი სხვა კოსმოსურ სხეულზე.