შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
როგორი იქნება ცხოვრება სხვა კოსმოსურ სხეულზე?

i58.tinypic.com/16bjbqx.jpg

განვიხილოთ ჯერ უახლოესი ვარიანტი - მთვარე.


i.space.com/images/i/000/045/508/i02/lunar-base-made-3d-printing.jpg

მთვარის ბაზის აშენების იდეა კარგი ხანია, რაც ადამიანის გონებაში წარმოშვა. მაგრამ რანაირი იქნებოდა მთვარეზე ცხოვრება?


i59.tinypic.com/29yqj2a.png

მთვარის ზედაპირი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, მის შესასწავლად მრავალი წარმატებული მისია შედგა.  ბევრი მეცნიერის აზრით, მთვარეზე საცხოვრებლად არ არის რაიმე განსაკუთრებით კარგი ტერიტორია. ტემპერატურა მთვარეზე + 123° C-იდან - 233 ° C-ამდე იცვლება. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მთვარის ბაზისათვის იქნება პოლუსები, სადაც უზარმაზარი წყლის ყინულის რეზერვებია და საკმაოდ სტაბილური ტემპერატურა - 0° C. მოგზაურობა მთვარეზე იქნებოდა საკმაოდ საინტერესო. ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე მთვარეზე 5,5 კმ-ს შეადგენს. ასევე საინტერესოა 40 კილომეტრიანი კრატერი "არისტარხი". მიუხედავად იმისა, რომ მთვარე დედამიწისგან 384,400 კმ-თი არის დაშორებული, თქვენ უპრობლემოდ გაუგზავნით მთვარეზე გადაღებულ სურათებს თქვენს მეგობრებს დედამიწაზე. სიგნალი მთვარედან ~1 წამში მიაღწევს დედამიწამდე.


i58.tinypic.com/xpc51s.jpg

თუ მოგინდებოდათ ფეხბურთის თამაში, შეგიძიათ არც იფიქროთ ამინდზე, რადგან მთვარეზე ამინდი არ არის. ფეხბურთის მოედანი კი დაახლოებით 650 მ სიგრძის უნდა იყოს, რადგან მთვარეზე ხტომა შეგეძლებათ 6-ჯერ უფრო მაღლა და შორს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს თქვენი დასვენება მთვარეზე არის მთვარისძვრა. მიწისძვრები მთვარეზე საკმაოდ მძლავრეა და მათ დროს შენობების დაზიანებაც შეიძლება მოხდეს.

i60.tinypic.com/5mbw45.jpg

ახლა კი გადავიდეთ მარსზე.

 


i60.tinypic.com/2le72c4.png

მარსის შესწავლისთვისაც ბევრი წარმატებული მისია იქნა ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანია NASA Mars Odyssey, რომელმაც მთვარის ზედაპირი რუკაზე დაიტანა. მარსზე 4 მარსმავალია: Sojourner, Spirit, Opportunity და Curiosity. 2030 წელს კი NASA მარსზე ადამიანის გაგზავნას გეგმავს.


i62.tinypic.com/9sb0c1.jpg

მარსზე, როგორც დედამიწაზე სხვადასხვა სეზონი არსებობს. თუ ვიცხოვრებთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულის 7, ზაფხულის 6, შემოდგომის 5, ხოლო ზამთრის 4 თვით დავტკბებით. საშუალო ტემპერატურა მარსზე დაახლოებით - 60° C გრადუსია და იცვლება - 143° C-დან (პოლუსზე) 35° C-მდე (ეკვატორთან). ამიტომ მარსზე ხშირია მტვრიანი ქარიშხლები.

i58.tinypic.com/nqx0s1.jpg

მიუხედავად ძალიან თხელი ატმოსფერისა, მარსის ზედაპირზე მეტეორიტები მაინც არ ეცემა. ღამის ცაზე კი ბევრი ვარსკლავის დანახვაა შესაძლებელი. თუ მოგინდებათ Skype-ით დედამიწასთან დაკავშირება, თვითოეული სიტყვის მოსმენისთვის დაახლოებით 15 წუთი მოცდა დაგჭირდებათ, რაც გამაღიზიანებელი იქნება.


i60.tinypic.com/mt771t.jpg

მარსის ზედაპირზე ძალიან ბევრი ბუნებრივი მონუმენტია. მაგალითად ვულკანი Olympus Mons, რომლის სიმაღლე 25 კილომეტრია. სიმძიმის ძალა მარსზე დედამიწის სიმძიმის ძალის 38% შეადგენს, ამიტომ მოძრაობა მარსზე იქნებოდა ცოტა ძნელი, მაგრამ უფრო ადვილი, ვიდრე მთვარეზე.

i58.tinypic.com/9r6st3.jpg

თუ უფრო ექსტრემალურ პირობებს ეძებთ, მაშინ თქვენი არჩევანი შეიძლება ვენერა იყოს.


i60.tinypic.com/10ppsfb.png

ვენერა ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მაგალითია მზის სისტემაში. დღესდღეობით ჩვენთვის შეუძლებელია სიცოცხლისთვის მისაღები პირობების მომზადება ვენერაზე. მაგრამ თუ ეს შესაძლებელი გახდება, როგორი იქნებოდა ცხოვრება ვენერის ზედაპირზე? 

i62.tinypic.com/tah274.jpg

ვენერას ზედაპირის დაახლოებით 98% რუქაზე არის დატანილი, იგი განსხვავდება სხვა პლანეტების ზედაპირებისგან. ვენერაზე მოგზაურობისას დავინახავთ ბევრ მთას და არანაკლებ ვულკანს. დეფორმირებულ ლანდშაფტს ვენერაზე მოზაიკას უწოდებენ. ნიადაგი მშრალია, რადგან წვიმის წვეთები ვერ აღწევს ზედაპირამდე. ტემპერატურა ვენერაზე დაახლოებით + 465° C გრადუსია. სიმძიმის ძალა, დედამიწის სიმძიმის ძალის 91% ადგენს.

2005 წელს შესწავლილი იქნა ვენერას ატმოსფეროც.ხელების სწრაფი მოძრაობის დროს კი, მკვრივი ატმოსფეროს გამო, დედამიწაზე წყალში ყოფნის შთაბეჭდილება გექნებოდათ. ვენერაზე არაა მიწისძვრები, მაგრამ ხშირი ვულკანური აქტივობაა.


i60.tinypic.com/rmqt04.jpg

თუ მეგობრისთვის იმის მოყოლა მოგინდებათ, თუ როგორ გაანადგურა ლავამ თქვენი ეზო, თქვენი წერილი დედამიწამდე 5 წუთში მივა.

i61.tinypic.com/293hx6e.jpg

ჩვენი შემდეგი გაჩერებაა მერკური.


i60.tinypic.com/70uvj6.png

დღემდე მერკურის შესწავლაზე ორი აპარატი მუშაობდა. მისი ზედაპირი არის კარგად ცნობილი და დატანილი არის რუკაზე. NASA-ს კოსმოსური ზონდის Messenger-ის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ მერკურის კრატერებში არის წყლის ყინული. ამიტომ ბაზის აშენება ლოგიკური იქნებოდა ასეთი კრატერის ნაპირთან. ტემპერატურა დღისით + 430 გრადუსს აღწევს. მერკურიზე არ არის ამინდი, რადგან არ არის ატმოსფერო. ერთ-ერთი მთავარი სტიქიური უბედურებაა მერკურიზე იქნებოდა მიწისძვრები, რომლებიც მზის ზეგავლენით გამოწვეული პლანეტის შეკუმშვის დროს ხდება. საბოლოოდ Skype-ის გამოყენება იქნება ძნელი, რადგან სიგნალის გაგზავნისთვის დედამიწაზე 5 წუთი მაინც დასჭირდება.

i62.tinypic.com/2vmswuq.png

ჩვენი ბოლო და ყველაზე აბსურდული კოსმოსური ობიექტი კომეტაა.

i60.tinypic.com/5kk5d4.png

იუხედავად იმისა, რომ ადრე კომეტა სიკვდილის მაუწყებლად ითვლებოდა, დღეს მათმა შესწავლამ შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია მზის სისტემის ადრინდელ ეტაპებზე. 2014 წლის ნოემბერში ზონდი Philae დაეშვა ერთ-ერთი კომეტის ზედაპირზე. კომეტების ბირთვები დიამეტრში სულ რაღაც რამოდენიმე ათეული კილომეტრი შეიძლება იყოს. ხშირ შემთხვევაში კომეტას უსწორმასწორო ფორმა აქვს, რომელიც ზოგჯერ განტელს ჰგავს. დედამიწაზე და სხვა სფერულ ობიექტებზე გრავიტაცია მიმართულია ვერტიკალურად ქვემოთ. განტელისებურ კომეტაზე ყოფნისას კი გრავიტაციის მიმართულება იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ადგილას იმყოფებით კომეტაზე. სიმძიმის ძალა კომეტაზე იმდენად მცირეა, რომ თუ 8 სანტიმეტრზე ახტებით, შეძლებთ კომეტიდან გადმოხტომას. თუ კომეტაზე იმ დროს ვიქნებოდით, როდესაც მას აურტქლების გამო გარსი უჩნდება, მაშინ ვარსკლავებს ცაზე ვერ დავინახავდით და დღის განმავლობაში ჩვენს ირგლივ იქნებოდა მხოლოდ გაბნეული სინათლე. ტემპერატურა კომეტაზე ძალიან დიდი ამპლიტუდით იცვლება, იმის და მიხედვით, თუ თავისი გაწელილი ორბიტის რა ადგილას იმყოფება იგი. ამის გამო შეტყობინებები მისვლას დედამიწამდე რამოდენიმე წამიდან, რამოდენიმე საათამდე დასჭირდება.

i58.tinypic.com/333biac.png

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჯობია დავრჩეთ დედამიწაზე და ვიზრუნოთ ჩვენ პლანეტაზე!

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.