შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
ავრორა

პოლარული ციალი ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროების პოლარულ სარტყლებში (ავრორალურ ზონებში) დაიკვირვება. ნათების სიკაშკაშე, ფერი და ფორმა სწრაფად იცვლება. კაშკაში ხანდახან ისეთი ძლიერია, რომ ღამის სიბნელეს თითქოს ძალას უკარგავს, რაც ჩრდილოეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პოლარული ნათება შედარებით დაბალ განედზე გამოჩნდება, სადაც ეს იშვიათია და განსაკუთრებულ ყურადღებასაც იქცევს. მაგალითად, პოლარული ნათების დანახვა 1941 წელს ყირიმიდან, ხოლო 1989 წელს იამაიკიდანაც შეიძლებოდა. 1909 წელს ნათება ხილული იყო დედამიწის მთელი ჩრდილო ნახევარსფეროსთვის, ეკვატორის მიდამოების ჩათვლით.

 cumbriansky.files.wordpress.com/2014/01/a3.jpg

ჩდილოეთის ნათებაზე რომაული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ციალი ღამის ცაზე ალიონის ქალღმერთ ავრორას მოუვლენია რათა შეგებებოდნენ განთიადს. ვიკინგების ლეგენდების თანახმად კი ეს ‘მოცეკვავე შუქებია’ როცა ვალკირიებს (Valkyrie) დაღუპული მეომრების სულები ვალხალაში (Valhalla) მიჰყავდათ.

პირველად პოლარული ნათების მეცნიერული ახსნა რუსმა მეცნიერმა მ. ლომონოსოვმა მოგვცა. მან დაადგინა, რომ ეს მოვლენა ატმოსფეროს მაღალ (ქვედა საზღვარი დედამიწის ზედაპირიდან 150 კმ), ძლიერ გაიშვიათებულ ფენებში წარმოიშვება. ნათების გამომწვევი კი ელექტრული მოვლენები უნდა ყოფილიყვნენ. ლომონოსოვმა აჩვენა, რომ თუ მინის სფეროდან ჰაერს ამოვქაჩავთ და მასში დენს გავატარებთ, სფეროში ჩნდება რაღაც მკრთალი სუსტი ნათება. თუ ჩვენ ვაკუუმურ მილაკებში იშვიათ გაზს არგონს წყალბადს ან აზოტს მოვათავსებთ და ელექტრო დენს გავატარებს მილაკში მოთავსებული გაზის ნაწილაკების მოძრაობა წარმოქმნის სხვადასხვა ფერის მოციმციმე ნათებას. ციალის შემდგომი შესწავლის საფუძველძე დადგინდა, რომ იგი ჩნდება თერმოსფეროში. ნათების ქვედა საზღვარი 65 კმ–დან 180 კმ–მდე ცვალებადობს, ზედა საზღვარი კი 1000 კმ მახლობებშია.


www.astronomycafe.net/qadir/mag3.jpg

მზეზე წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის შედეგად მზე გარემო სივრცეში დიდი სისწრაფით გამოსტყორცნის ელქტრონების მძლავრ ნაკადს. ეს ელექტრონები შემოიჭრებიან რა დედამიწის ატმოსფეროს მაღალ ფენებში, სადაც ჰაერი ძლიერ გაიშვიათებულია, სხვადასხვა გაზის მოლეკულებთან დაჯახებით წარმოშობენ პოლარულ ნათებას. დედამიწის მაგნიტური ველი იჭერს მზიდან გამოტყორცნილ ნაკადს და პოლუსებისკენ აჩქარებს. აქ ისინი ეჯახებიან ატმოსფეროში არსებულ გაზებს და შედეგად ხდება ნათება. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3,000 მ2 შეადგენს. დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16°-ით არის დაშორებული, ღამით კი 20–23°-ით. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება დაახლოებით 12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა.

პოლარული ნათება გაზაფხულზე და შემოდგომაზე უფრო ხშირია, ვიდრე ზამთარში და ზაფხულში. სიხშირის პიკი კი გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობის პერიოდს ემთხვევა. ნათების ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.

ატმოსფეროში სხვადასხვა გაზი სხვადასხვა ფერის ნათებას იწვევს. მაგალითად, არგონი – მტრედისფერს, ნეონი და აზოტი კი წითელს.

ffden-2.phys.uaf.edu/211.fall2000.web.projects/Christina%20Shaw/images/auroracolors.gif

პოლარული ნათების სპექტრის შესწავლისას პირველად შეამჩნიეს მწვანე სპექტრული ხაზი, რომელიც დედამიწაზე არსებული არც ერთი გაზის სპექტრულ ხაზს არ ემთხვევოდა. შემდეგ გაარკვიეს, რომ ეს ხაზი ატომური ჟანგბადის გამოსხივებას ეკუთნის. ატმოსფეროს მაღალ ფენებში მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით ხდება ჟანგბადის მოლეკულების დაშლა ატომებად. ასეთ ატომებად დაშლილი ჟანგბადი ატმოსფეროს დაბალ ფენებში არსად არ გვხვდება, ამიტომაც დიდხანს უცნობი იყო.

მაეცნიერებმა შეამჩნიეს ე.წ. მაგნიტური გადაერთების მოვლენა პლანეტებზე, რომლებსაც საკუთარი მაგნიტური ველი გააჩნიათ (მერკური, დედამიწა, იუპიტერი და სატურნი). ეს მაგნიტური ველები მზის ქარის შემადგენელ დამუხტულ ნაწილაკებს პლანეტის მაგნიტოსფეროს გასწვრივ გადახრიან. სწორედ პლანეტის მაგნიტოსფეროში მაგნიტური გადაერთება იწვევს პოლარულ ნათებებს და მაგნიტურ ქარიშხლებს.

მაგნიტური გადაერთების მოვლენა მოულოდნელად ვენერაზეც იქნა აღმოჩენილი, პლანეტაზე, რომელსაც მაგნიტური ველი არ გააჩნია. საზოგადოდ მზის ქარის ზემოქმედებით პლანეტის საწინააღმდეგო მხარეს პლანეტის მაგნიტური ველი წაგრძელებულ ფორმას იღებს. მაგნიტური ველის არ ქონის მიუხედავად, ვენერასაც გააჩნია მზის ქარით გამოწვეული ასეთი კუდი.


pbs.twimg.com/media/A7ASWnBCQAATjgo.jpg

წყარო:

http://ffden-2.ph...olors.html
http://en.wikiped...iki/Aurora
http://blog.auror...r-planets/
http://odin.gi.al...

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.