შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
მზის ქარი

მზის ქართან დაკავშირებულია უამრავი მოვლენა დედამიწაზე, მაგალითად, მაგნიტური ქარიშხლები და პოლარული ნათება. მზეს ახასიათებს აქტივობის 11-წლიანი ციკლი, რომელსაც მის ზედაპირზე გაჩენილი ლაქების რაოდენობით ახასიათებენ. მაქსიმალური აქტივობის დროს ხდება მზის ჩრდილო და სამხრეთი მაგნიტური პოლუსების პოლარობის შეცვლა საწინააღმდეგო პოლარობით, ანუ ყოველ 22 წელიწადში პოლუსების მდებარეობა საწყისს უბრუნდება. პოლუსების შეცვლისას ხდება მზის ქარის ტურბულენტობის სტრუქტურის ტრანსფორმაციაც, რაც კოსმოსური სხივების ენერგიათა 11-წლიანი ვარიაციების ძირითადი მიზეზია. ვარიაციების დიაპაზონი 1-150 გევ-ია.


i61.tinypic.com/5ebrys.jpg

მზის ქართან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები

რიჩარდ კრისტოფერ კერინგტონი (დიდი ბრიტანეთი, 1826-1875)

1859 წელს იწინაწარმეტყველა მზისგან მომავალი ნაწილაკების მუდმივი ნაკადის არსებობა (მზის ანთება).

ჯორჯ ფრენსის ფიცჯერალდი (დიდი ბრიტანეთი, 1851-1901)

გამოთქვა მოსაზრება, რომ მზე აჩქარებს მატერიას, რომელიც რამოდენიმე დღეში დედამიწამდე აღწევს.

ქრისტიან ბირკელანდ(ნორვეგია,1867 – 1917) და ფრდერიკ ლინდემანი (ინგლისი, 1886-1957)

1916-1919 წწ დაასკვნეს, რომ მზიდან მომავალი ნაწილაკების ნაკადი შედგება ელექტრონებისაგან და პროტონებისგან.

ლიუდვიგ ბირმანი (გერმანია, 1907-1986)

კომეტების კუდების შესწავლისას 1950-იან წლებში გამოიტანა გამოთქვა მოსაზრება, რომ მზისგან წამოსული ნაწილაკების ნაკადი ქმნის წნევას აირზე, რომელიც კომეტას გარშემო ერტყმის.

იუჯინ პარკერი (აშშ 1927)

1950-იან წლებში დაასკვნა, რომ მზისგან წამოსული თბილი ნაკადი და ნაწილაკების ნაკადი, რომელიც კომეტების გაზზე მოქმედებს ერთი და იგივეა - „მზის ქარი“.


i58.tinypic.com/2qslxjl.jpg

მზის ქარის გამო მზე ყოველ წამს ნივთიერების დაახლოებით ერთ მილიონ ტონას კარგავს. მზის ქარი უმეტეს წილად ელექტრონებისგან, პროტონებისგან და ჰელიუმის ბირთვებისგან (ალფა-ნაწილაკებისგან) შედგება.


i60.tinypic.com/23h28md.jpg

მზის ქარის ინტენსიობა მზის აქტიურობასთან არის დაკავშირებული. მზის ქარი სტრუქტურიზირებულია და ზოგადად ორ ტიპად იყოფა: წყნარი და შეშფოთებული (სპორადული და რეკურენტული). წყნარი ნაკადი თავის მხრივ ორ კლასად იყოფა: ნელი (300-500 კმ/წმ) და ჩქარი (500-800 კმ/წმ).


i62.tinypic.com/2evck2d.jpg

ნელი მზის ქარი

ნელი მზის ქარი მზის გვირგვინის „წყნარ“ ნაწილში იქმნება, როცა 2*106 K ტემპერატურის დროს გვირგვინი გამოდის ჰიდროსტატიკური წონასწორობიდან და მისი გაფართოება კორონალური ნივთიერების ზებგერით სიჩარემდე აჩქარებას იწვევს.

ჩქარი მზის ქარი

ჩქარი მზის ქარი, რომელსაც მზე უშვებს რამოდენიმე თვის განმავლობაში, ხასიათდება 27 დღიანი პერიოდულობით. ჩქარი ნაკადები ასოცირდება კორონიალურ ხვრელებთან - კორონას არეები შედარებით დაბალი ტემპერატურით (დაახლოებით 0,8*106 K), დაბალი პლაზმის სიმკვრივით (წყნარი არის სიმკვრივის მხოლოდ მეოთხედი) და მზესთან მიმართებით რადიალური მაგნიტური ველით.

ფენომენები

 
i61.tinypic.com/r0w2mb.jpg

მზის ქარის შემადგენელი პლაზმის მაღალი გამტარობის გამო მზის მაგნიტური ველი ჩაიყინება ქარში და ვრცელდება პლანეტათაშორისი სივრცეში.


i62.tinypic.com/25h3975.jpg

მზის ქარი ქმნის ჰელიოსფეროს საზღვარს, საიდანაც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი გაზის შემოსვლას ბრკოლდება.


i57.tinypic.com/11jtf7c.jpg

მზის ქარის მაგნიტური ველი მნიშვნელოვნად ასუსტებს გარედან მოსულ გალაკტიკურ კოსმოსურ სხივებს.

softcraze.com/wp-content/uploads/82.jpg

პლანეტებზე, რომლებსაც მაგნიტური ველი გააჩნიათ, მზის ქარი იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა პოლარული ციალი, პლანეტის მაგნიტოსფეროს და რადიაციული სარტყელების გაჩენა.

მზის ქარი კულტურაში

 
i59.tinypic.com/dbk1e9.jpg

არტურ კლარკი

მოთხრობების კრებული „მზის ქარი“ (1963)

i60.tinypic.com/314yusg.jpg

ვიდეო თამაში Solar Winds  (1993)

 

წყარო:

http://en.wikipedia.org/wiki/Solar_wind

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.