ნეიტრინოები არიან თითქმის უმასო ნაწილაკი, რომელიც დიდი რაოდენობით უნდა არსებობდნენ სამყაროში, თუმცა სხვა ნაწილაკებთან ძალზე სუსტად ურთიერთქმედების გამო მათი დაკვირვება საკმაოდ რთულია. კოსმოსური ნეიტრინოების დასამზერად ანტარქტიდის ყინულებში 10 წელზე მეტ ხანს შენდებოდა გიგანტური ობსერვატორია IceCube, რომელიც 271 მილიონი დოლარი დაჯდა.
ნეიტრინოების სიჩქარე კოსმოსში სინათლის სიჩქარესთან ახლოსაა. რაიმე გარემოში მოძრაობისას, IceCube-ის შემთხვევაში ესაა ყინული, ისინი შეიძლება დაეჯახონ გარემოს ატომებს. ამ დროს გამოსხივებული მაღალი ენერგიის ფოტონების დაფიქსირებით შესაძლებელია განისაზღვროს სიგნალის პარამეტრები.
კოსმოსური წარმოშობის ნეიტრინო ადრეც დაუფიქსირებიათ. 1987 წელს ნეიტრინულმა დეტექტორებმა აშშ-ში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში მიიღეს ჩვენგან 165,000 სინათლის წლით დაშორებული ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ნეიტრინული სიგნალი. 2010 წელს IceCube-ის ამუშავებამდე ეს იყო შორეული ნეიტრინოების დამზერის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. სხვა შემთხვევებში მეცნიერებიმხოლოდ ჩვენი მზის სისტემიდან წამოსული ნეიტრინობს აფიქსირებდნენ.