კვაზარები ჯერაც მისტიური ობიექტებია, ასტრონომებმა ზუსტად არ იციან თუ რას წარმოადგენენ ისინი. რადიო და ოპტიკური ტელესკოპების განვითარებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ კვაზარები არიან არა ვარსკვლავები, არამედ ჯერჯერობით უცნობი ვარსკვლავის მსგავსი ობიექტები. ასევე დადგინდა, რომ ისინი ჩვენი გალაქტიკიდან ძალიან შორს იმოყოფებიან. რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ ჯვაზარები ასხივებენ დიდი რაოდენობით ენერგიას (დაახლოებით ტრილიონი მზის ენერგიას). ზოგი კვაზარი 10 და 100-ჯერ უფრო მეტ ენერგიას ქმნის, ვიდრე მთელი ჩვენი გალაქტიკა და ეს ენერგია იქმნება არეალში, რომლის ფართობიც არ აღემატება მზის სისტემის ფართობს.
კვაზარები არიან ყველაზე შორი ობიექტები სამყაროში. მათ აგრეთვე აქვთ რეკორდული წითელი წანაცვლება კოსმოსურ ობიექტებს შორის. გამოსხივებული სინათლის მეშვეობით ასტრონომებს შეუძლიათ გაზომონ სინათლის წყაროს ჩვენგან დაშორების სისწრაფე და მანძილი ამ ობიექტებამდე. დოპლერის ეფექტის თანახმად თუ სპექტრალური ხაზები წანაცვლებულია წითელი ფერისაკენ, მაშინ ამ სინათლის წყარო გვშორდება. რაც უფრო დიდია წითელი წანაცვლება, მით უფრო სწრაფად გვშორდება და მით უფრო შორსაა წყარო. რადგან კვაზარებს აქვთ ასეთი დიდი წითელი წანაცვლება, ამიტომ ისინი არიან ძალიან შორს და გვშორდებიან ძალიან დიდი სიჩქარით. ზოგიერთი კვაზარი შეიძლება მოძრაობდეს დაახლოებით 240 000 კმ/წმ სიჩქარით (სინათლის სიჩქარის 80 %). კვაზარები იმდენად შორს არიან, რომ მათ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად რამოდენიმე მილიარდი წელი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ კვაზარები არინა ასევე უძველესი ობიექტები სამყაროში. ყველაზე შორეული კვაზარი , რომელიც აქამდე იქნა აღმოჩენინილი ჩვენგან დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილითაა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვხედავთ ისეთს როგორც ის იყო 10 მილიარდი წლის წინ. სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი კვაზარი დღეს აღარც არსებობს.
არსებობს ვარაუდი, რომ კვაზარები წარმოქმნილია ზემასიური შავი ხვრელების მიერ, რომლებიც შთანთქავენ მატერიას და ქმნიან აკრეციის დისკოებს. როდესაც მატერია ბრუნავს გრავიტაციული ობიექტის გარშემო აკრეციულ დისკოში, ნაწილაკების ერთმანეთთან ხახუნის გამო ცხელდება. ამ დროს დისკო უნდა ასხივებდეს დიდი რაოდენობით სინათლეს და სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, მაგალითად რენტგენის სხივებს. მოდელის თანახმად შავი ხვრელი შთანთქავს ერთი მზის მასის მქონე მატერიას წელიწადში. შთანთქმასთან ერთად გამოსხივდება დიდი რაოდენობით ენერგია შავი ხვრელის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსებიდან, რომელსაც ასტრონომები კოსმოსურ ჭავლებს უწოდებენ. შესაძლოა ჩვენსკენ მომართულ სწორედ ასეთ ჭავლებს ვუწოდებთ კვაზარებს.
კვაზარების ბუნების კიდევ ერთი ახსნა არის ის, რომ ისინი არიან ძალიან ახალგაზრდა გალაქტიკები. რადგან ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით გალაქტიკების ევოლუციის შესახებ, ამიტომ შესაძლებელია, რომ კვაზარები წარმოადგენენ გალაქტიკების ფორმაციის ადრეულ ეტაპს. ენერგია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შესაძლოა გამოყოფილია ამ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან აქტიური გალაქტიკების ბირთვებიდან.
კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად კვაზარები არიან ეგრეთ წოდებული თეთრი ხვრელები - შავი ხვრელების ანტიპოდები. ანუ ისინი შავი ხვრელისგან განსხვავებით გამოყოფენ მატერიას.
დღესდღეობით 2000-ზე მეტი კვაზარია აღოჩენილი.