შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფარული შავი ხვრელები ერთიანდებიან
ფარული შავი ხვრელები ერთიანდებიან

მეცნიერებმა შეისწავლეს 170,000 აქტიური ზემასიური შავი ხვრელების კლასტერები და აღმოაჩინეს, რომ ე.წ. ფარული შავი ხვრელები ბევრად უფრო ხშირად ქმნიან კლასტერებს.

ითვლება, რომ გალაქტიკების უმეტესობის ცენტრებში განთავსებულია ზემასიური შავი ხვრელები, რომლებთაც გარშემო აკრავთ ტორის ფორმის აკრეციული დისკები. შავი ხვრელის აქტიურობა განისაზღვრება მასზე მატერიის აკრეციისას წარმოშობილი გამოსხივებით.

ამჟამად მიღებული მოდელის თანახმად ე.წ. ფარული შავი ხვრელების აკრეციულ ტორებს დედამიწის მიმართ ჰორიზონტალური ორიენტაცია აქვთ, რაც იწვევს გამოსხივების დაჩრდილვას დისკოს მტვრის ღრუბლის მიერ და ხსნის ხვრელების დაბალ აქტიურობას. თუმცა ბოლო ანალიზმა აჩვენა, რომ ფარული შავი ხვრელები ხილულებთან შედარებით ბევრად უფრო ხშირად ერთიანდებიან კლასტერებში. ეს კი ნიშნავს, რომ ხილული და ფარული შავი ხვრელების აქტიურობის ახსნის მარტივი მოდელი გადასახედია. შესაძლოა გასათვალისწინებელია ბნელი მატერია, ან ლენზე-ტირინგის გრავიტაციული ეფექტი დიდი მასშტაბისთვის.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.