M 87 (NGC 4486, Messier 87) არის გიგანტური ელიფსური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 16,4 მილიონი პარსეკის (53,5 მილიონი სინათლის წელი) მანძილზე. ამ გალაქტიკის აქტიურ ბირთვს წარმოქმნის მის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი, რომელის პირველი სურათი 2019 წლის 10 აპრილს გამოქვეყნა ტელესკოპების კოლაბორაციამ Event Horizon, რომელიც აერთიანებს რადიო-ტელესკოპებს მთელს მსოფლიოში, რათა ერთდროულად დააკვირდნენ შავ ხვრელებს. პირველი ფოტო ეყრდნობოდა 2017 წლის დაკვირვებების მონაცემებს და წარმოადგენდა კაცობრიობის მერ შექმნილ პირველ მსგავს სურათს.
შავი ხვრელის სურათზე გამოსახულია ნათელი წრიული რგოლი, უფრო კაშკაშა სამხრეთ ნაწილში. მონაცემების შემდგომმა ანალიზმა გამოავლინა M 87-ის სტრუქტურა პოლარიზებულ შუქზე, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ მაგნიტური ველის გეომეტრია და შავი ხვრელის გარშემო პლაზმის ბუნება. უფრო მაღალი ხარისხის ახალი დაკვირვებები ემსახურება პირველადი მონაცემების სისწორის დადასტურებას და შავი ხვრელების შესასწავლად შემოთავაზებული დაკვირვების მეთოდის დახვეწას.
დაკვირვებების მნიშვნელოვანი შედეგია, რომ შავი ხვრელის ჩრდილის ზომა 2017-2018 წლებში არ შეცვლილა, რაც ეთანხმება ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველებას. თუმცა ბნელი არის გარშემო არსებული სინათლის რგოლის ყველაზე ნათელი რეგიონის მდებარეობამ მნიშვნელოვნად წაინაცვლა, იგი მოტრიალდა დაახლოებით 30 გრადუსით საათის ისრის საწინააღმდეგოდ და ჩანს რგოლის ქვედა მარჯვენა ნაწილში დაახლოებით 5 საათის პოზიციაზე.
Event Horizon ქსელი უწყვეტი განვითარების პროცესშია. 2018 წელს სისტემას შეუერთდა გრენლანდიის ტელესკოპი, არქტიკულ ზონაში მისი მშენებლობის დასრულებიდან ხუთი თვის შემდეგ. მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Event Horizon მასივის გამოსახულების საიმედოობა, გაზარდა რა დაფარვის ზონა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. მექსიკაში განთავსებულმა დიდმა მილიმეტრულმა ტელესკოპმაც პირველად მიიღო მონაწილეობა კოლაბორაციაში თავისი ანტენის სრული 50 მ ზედაპირით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სისტემის მგრძნობელობა.
2018 წლის სეზონისთვის Event Horizon მასივმა გაზარდა დაკვირვების დიაპაზონი, აკვირდებოდა რა ოთხ სიხშირეს 230 გჰც-ის გარშემო, 2017 წელს მხოლოდ ორ ზოლთან შედარებით. გარდა ამისა, ახალი მონაცემების ანალიზი მოიცავდა რვა დამოუკიდებელ გამოსახულების და მოდელირების ტექნიკას, მათ შორის ახლებს 2017 წლის ანალიზში გამოყენებულ მეთოდებთან შედარებით, რომლებიც შემუშავებული იქნა ჩვენი გალაქტიკის შავ ხვრელზე დაკვირვებების გამოცდილებით.
Event Horizon ტელესკოპების კოლაბორაცია მოიცავს 300-ზე მეტ მკვლევარს აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. მონაწილე ტელესკოპებია: ALMA, APEX, IRAM 30-მეტრიანი ტელესკოპი, IRAM NOEMA ობსერვატორია, ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპი (JCMT), დიდი მილიმეტრიანი ტელესკოპი (LMT), სუბმილიმეტრიანი მასივი (SMA), სუბმილიმეტრიანი ტელესკოპი (SMT). სამხრეთ პოლუსის ტელესკოპი (SPT), კიტის პიკის ტელესკოპი და გრენლანდიის ტელესკოპი (GLT). მონაცემების კორელაცია მოხდა Max-Planck-Institut für Radioastronomie (MPIfR) და MIT Haystack ობსერვატორიაში. შემდგომი დამუშავება განხორციელდა სხვადასხვა ინსტიტუტის საერთაშორისო გუნდის თანამშრომლობით.
წყარო:
https://eventhorizontelescope.org/M87-one-year-later-proof-of-a-persistent-black-hole-shadow