შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

NASA-მ გამოაქვეყნა Io-ზე კოლხეთის დაბლობის ფოტოები
NASA-მ გამოაქვეყნა Io-ზე კოლხეთის დაბლობის ფოტოები

ბოლო წლებში იუპიტერის შესახებ ინფორმაციას ძირითადად გვაწვდის NASA-ს კოსმოსური ზონდი Juno (Jupiter Polar Orbiter). Juno გაშვებული იქნა 2011 წელს, 2016 წლის იგი მიუახლოვდა იუპიტერს და გადმოსცა გიგანტური პლანეტის მრავალი შესანიშნავი ფოტო. ფოტოებზე იუპიტერი გადაღებულია 4,200 კმ მანძილიდან, რაც ადრეულ სურათებზე 8-ჯერ ახლოსაა. გეგმის თანახმად კოსმოსური აპარატი უნდა გადასულიყო იუპიტერის გარშემო 14 დღიანი პერიოდის მქონე ორბიტაზე. თუმცა Juno-ს ძრავის სარქველებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, სადგური მოძრაობს უფრო შორეულ, 53 დღიან ორბიტაზე. მოშორებულ ორბიტაზე Juno ნაკლებად განიცდის იუპიტერის რადიაციული სარტყელების გავლენას, რამაც გაზარდა აპარატის ექსპლოატაციის ვადები. თავდაპირველი გეგმით მისია უნდა დასრულებულიყო 2018 წელს Juno-ს ჩაძირვით იუპიტერის ატმოსფეროში.

იუპიტერის სისტემის მრავალწლიანი შესწავლის შემდეგ, Juno-მ ცოტა ხნის წინ ყურადღება მიაპყრო იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეს Io, რომელიც ითვლება მზის სისტემაში ყველაზე ვულკანურად აქტიურ ობიექტად. მთვარის ზედაპირზე ასობით ვულკანი და გამდნარი სილიკატური ლავის ტბა ჩანს. Io მოძრაობს იუპიტერის უზარმაზარ გრავიტაციულ ველში და ასევე განიცდის იუპიტერის სხვა გიგანტური მთვარეების Europa და Ganymede ზემოქმედებას. შედეგად, Io მუდმივად იჭიმება და იკუმშება, რაც მის ვულკანურ აქტივობას უწყობს ხელს.

NASA-მ გამოაქვეყნა Juno-ს მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს გადაღებული სურათები, როცა სადგურის Io-სთან დაშორება შეადგენდა 11,645 კილომეტრს. სურათების სერიაზე, რომელიც გადაღებულია სადგურზე განთავსებული კამერით JunoCam, კარგად ჩანს Io-ზე მდებარე მთები და ვულკანები და ასევე გოგირდის დიოქსიდით მდიდარი დაბლობი ვულკანურ ზონებს შორის სახელწოდებით „კოლხეთის დაბლობი“. Juno-ს ყველა ფოტო შეგიძლიათ იხილოთ მისიის ვებ-გვერდზე.

უახლოეს თვეებში Juno გამოგვიგზავნის Io-ს კიდევ უფრო მკვეთრ გამოსახულებებს, რადგან 2024 წლის თებერვალში იგი უნდა დაუახლოვდეს იუპიტერის მთვარეს 1,500 კილომეტრ მანძილამდე. ამ დროისთვის მეცნიერები გეგმავენ Io-ზე ერთდროულ დაკვირვებას Hubble და James Webb კოსმოსური ტელესკოპების გამოიყენებით.

წყარო:

https://gizmodo.com/nasas-juno-reveals-hellish-landscape-of-jupiters-moon-i-1850941032

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.