შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კაფსულა ასტეროიდი ბენუს ნიადაგის ნიმუშებით დედამიწაზე დაეშვა
კაფსულა ასტეროიდი ბენუს ნიადაგის ნიმუშებით დედამიწაზე დაეშვა

პლანეტათაშორისო სადგური OSIRIS-REx (NASA) კოსმოსში 2016 წელს გაუშვეს. 2018 წელს სადგური 500 მეტრ მანძილამდე დაუახლოვდა დედამიწასთან ახლოს მყოფ (და ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიშ) ასტეროიდ ბენუს და 2.5 წლის განმავლობაში სწავლობდა მას. 2020 წლის 20 ოქტომბერს OSIRIS-REx-მა მოახერხა ბენუს ზედაპირიდან ნიადაგის ნიმუშის აღება და შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებელ კაფსულაში მოთავსება. ამისთვის აპარატმა გახსნა ნიადაგის სინჯის აღების მექანიზმი, დაკეცა მზის პანელები და დაიწყო ბენუს ჩრდილოეთ პოლუსისკენ დაშვება. ასტეროიდთან შეხების მომენტში სადგურმა გამოუშვა აზოტის ნაკადი, შეაგროვა ზედაპირიდან ამოტყორცნილი დაახლოებით 400 გრამი ნიადაგის მცირე ნაწილაკები და კვლავ დაშორდა ბენუს. 2021 წლის 10 მაისს OSIRIS-REx-მა დატოვა ბენუს ორბიტა და გამოემართა დედამიწისკენ.

2023 წლის 21 სექტემბრის საღამოს, სადგური დაუახლოვდა დედამიწას და 24 სექტემბერს გამოუშვა კაფსულა გრუნტით, რის შემდეგაც ჩართო ძრავები და დაიწყო ჩვენ პლანეტასთან დაშორების მანევრი. თბილისის დროით დაახლოებით 18:53 საათზე კაფსულა რბილად დაეშვა იუტას შტატში. ეს ასტეროიდის ნიადაგის დედამიწაზე ჩამოტანის მესამე პროგრამაა იაპონური Hayabusa და Hayabusa-2 მისიების შემდეგ. მეცნიერებმა კაფსულას გრუნტის ნიმუშებთან ერთად გადაიტანეს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის სუფთა ოთახებში, სადაც კაფსულა გაიხსნება და მოხდება ნიადაგის ანალიზი.

OSIRIS-REx-ის მისიის შედეგად მეცნიერებმა შეადგინეს ასტეროიდი ბენუს რუკა, დაადგინეს მისი თვისებები, მის ზედაპირზე აღმოაჩინეს ასტეროიდ ვესტას ფრაგმენტები და ორგანული ნივთიერებები და ასევე აკვირდებოდნენ ბენუს ევოლუციას. ამჟამად OSIRIS-REx იწყებს ახალ პროგრამას და გაემართება მორიგ პოტენციურად საშიში ასტეროიდის (99942) აპოფისის შესასწავლად. შესაბამისად მისიას შეეცვლება სახელი და დაერქმევა OSIRIS-APEX. გეგმის მიხედვით OSIRIS-APEX აპოფისის გარშემო წრიულ ორბიტაზე უნდა გავიდეს 2029 წლის 21 აპრილს და შეისწავლოს ის 18 თვის განმავლობაში.

წყარო:

https://www.nasa.gov/osiris-rex

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.