შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
წითელი ჯუჯა

წითელი ჯუჯები არიან სხვა კოსმოსური ობიექტებისგან მკვეთრად განსხვავებული პატარა და ცივი ვარსკვლავები, რომელთა მასა არ აჭარბებს 1/3 მზის მასას, ზედაპირის ტემპერატურა კი დაახლოებით 3500 K-ია, რაც ნათურის ვარვარის ტემპერატურის რიგისაა. მიუხედავად სახელწოდებისა, ესინი გამოიყურებიან უფრო ყვითლად ვიდრე წითლად. მათი გამოსხივების ინტენსივობა ძალიან მცირეა, მზისაზე 10,000-ჯერ ნაკლები.

წითელი ჯუჯა არის ვარსკვლავის ყველაზე გავრცელებული ტიპი, შეფასებების თანახმად ისინი ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების 3/4-ს შეადგენენ. მაგრამ გამოსხივების დაბალი ინტესიობის გამო, მათზე დაკვირვება ძნელია, შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან მათი დანახვა შეუძლებელია. Proxima Centauri - არის ჩვენგან ყველაზე ახლოს მყოფი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი.

წითელ ჯუჯებში თერმობირთვული რეაქციები წყალბადის მეშვეობით მიმდინარეობს. ამ ვარსკვლავების 35% კონვექციურია, ანუ რეაქციებისას გამოყოფილი ჰელიუმი „მოძრაობს“ მთელ ვარსკვლავში და არ გროვდება ბირთვში.

თერმობირთვული საწვავის ნელა წვის გამო წითელი ჯუჯები დიდხანს ცოცხლობენ - 10 მლრდ წლიდან 10 ტრილიონ წლამდე (წითელი ჯუჯა, რომელსაც 0,1 მზის მასა აქვს, ანათებს 10 ტრილიონი წელი). წითელ ჯუჯებში თერმობირთვული რეაქციები არ მიმდინარეობს ჰელიუმის მონაწილეობით და ამიტომ ისინი ვერასდრეს გარდაიქმნებიან წითელ გიგანტად. დროთა განმავლობაში წითელი ჯუჯები ნელა იკუმშებიან, მათი ტემპერატურა იმატებს, ხოლო წყალბადის მარაგის ამოწურვის შემდეგ ისინი ჯერ ცისფერ ჯუჯად, შემდეგ კი თეთრ ჯუჯად გარდაიქმნებიან.

ასტრონომიის ერთ-ერთი პრობლემაა - იყვნენ თუ არა წითელი ჯუჯები პირველი თაობის ვარსკვლავებს შორის. დიდი აფეთქების თეორიის თანახმად პირველი თაობის ვარსკვლავები ძირითადად შეიცავდნენ წყალბადს და ჰელიუმს (და მცირე რაოდენობით ლითიუმს). დღეს-დღეობით წითელი ჯუჯების უმრავლესობა შეიცავს მეტალებს. იმისთვის რომ პატარა მასის ობიექტი აინთოს, საჭიროა რომ მის შემცველობაში იყოს მეტალიც. პირველი თაობის მცირე პროტოვარსკვლავები მეტალის არ არსებობის გამო ვერ აინთებოდნენ, ამიტომ მათ შორის წითელი ჯუჯების არსებობა საეჭვოა. ანუ უფრო ალბათურია, რომ თავდაპირველად იყვნენ უფრო მასიური ვარსკვლავები, რომელნიც მალე დაიღუპნენ და მათ მიერ გამოტყორცნილი მეტალების საშუალებით შემდგომ აღმოცენდნენ წითელი ჯუჯები და სხვა მცირე მასის ობიექტები.

აღსანიშნავია, რომ წითელ ჯუჯებს გააჩნიათ პლანეტები:

• 2005 წელს ერთ-ერთ წითელ ჯუჯასთან აღმოჩენილი იქნა დედამიწის მასის მქონე პლანეტა, რომელიც მისგან 5 მლნ. კმ-თია დაშორებული და მიუხედავად ვარსკვლავის მცირე ნათობისა ზედაპირის ტემპერატურა აქვს 1,500 C.

• 2006 წ. აღმოაჩინეს ჩვენგან 390 მლნ. კმ-თი დაშორებული წითელი ჯუჯის ირგვლივ მბრუნავი დედამიწის ტიპის კიდევ ერთი პლანეტა, რომლის ზედაპირზე ტემპერატურაა 2,200 C.

დაკვირვებების თანახმად ვარაუდობენ, რომ წითელი ჯუჯების 40%-ს უნდა ჰქონდეს დედამიწის ტიპის პლანეტები ე.წ. დასახლებულ ზონაში (დასახლებული ზონა გულისხმობს ვარსკვლავის ირგვლივ ისეთ ორბიტას, სადაც პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი).

წითელი ჯუჯების პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის საკითხი ამჟამად ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად წითელი ჯუჯების დიდი რაოდენობისა და მათი დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობისა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომლის გამოც მათ პლანეტებზე სიცოცხლის წარმოქმნა რთული იქნებოდა.

  • რადგან წითელი ჯუჯები მცირე ინტენსივობით ასხივებენ, ამიტომ მათი სიცოცხლის ზონა უნდა იყოს ახლოს ვარსკვლავთა. მაგრამ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მბრუნავი პლანეტის საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი, ორბიტალური რეზონანსის გამო, როგორც წესი, უდრის მისი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვის პერიოდს და ამიტომ ასეთი პლანეტა მუდმივად ერთი მხრითაა ვარსკვლავისკენ მოტრიალებული. ეს კი შექმნის უზარმაზარ ტემპერატურულ განსხვავებას პლანეტის ორ მხარეს შორის, რაც თავის მხრივ, სიცოცხლის იმ ფორმისთვის რომელიც დედამიწაზეა, რთულ პირობას წარმოადგენს.
  • წითელი ჯუჯების ძირითადად ინფრაწითელ სინათლის ასხივებენ, დედამიწაზე კი მცენარეები ენერგიის წყაროდ სინათლის ხილულ სპექტრს იყენებენ.
  • წითელი ჯუჯები არ ასხივებენ ასევე ულტრაიისფერ სხივებს, რაც აგრეთვე შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს სიცოცხლის არსებობისათვის.
  • ზოგიერთ წითელი ჯუჯა ძალიან ცვალებადია (ასეთ ვარსკვლავებს flare stars - კაშკაშა ვარსკვლავებს უწოდებენ). მათ შეუძლიათ გამოტყორცნონ კაშკაშა ალი, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ ნათებას აორმაგებს (ეს სიკაშკაშის ცვლილება არაა გამოწვეული აფეთქების შედეგად).

ამ პრობლემების მიუხედავად მეცნიერების ნაწილი მაინც თვლის, რომ წითელი ჯუჯების ირგვლივ მყოფ პლანეტებზე სიცოცხლე შესაძლებელია.

წყარო: http://ru.wikiped...0%B8%D0%BA

http://en.wikiped.../Red_dwarf

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.