შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Opportunity უცნაურ მარსულ ქვებს იკვლევს
Opportunity უცნაურ მარსულ ქვებს იკვლევს

შარშან NASA-ს მარსმავალი Opportunity მარათონის ხეობის მიმდებარე მაღლობზე ავიდა. მეცნიერებმა გამოკვლევებისთვის ეს ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ აქ თიხის მინერალებით მდიდარი ქანები იყო აღმოჩენილი.

აღნიშნული მაღლობის მახლობლობაში როვერს საკმაოდ დიდი კენჭები შეხვდა. ისინი ადრე აღმოღჩენილ ქვებისაგან იმდენად გამოირჩეოდნენ, რომ მისიის სამეცნიერო ჯგუფმა ახალი ობიექტების შესწავლისთვის სხვა სამეცნიერო ღონისძიებები დროებით გადადო. პირველი ამ ქვებისაგან ალუმინის და სილიციუმის დიდ რაოდენობას შეიცავს. მისი შემადგენლობა Opportunity და Spirit როვერებით მარსზე ადრე შესწავლილ ქვების შემადგენლობასგან საკმაოდ გამოირჩევა. ეს მონაცემები Opportunity-ს ხელ-მანიპულატორის ბოლოში დაყენებული რენტგენული ალფა-სპექტროსკოპით მიიღეს. ამ ქვას სპეციალური სახელი - "ჟან-ბაპტისტ შარბონე" დაარქვეს. შემდეგი კვლევის ობიექტი ამ ზონაში მდებარე ქვა "სერჟანტი ჩარლზ ფლოიდი" გახდება. ობიექტების დასახელებები დაკავშირებულია ლიუისისა და კლარკის XIX საუკუნის ცნობილ ექსპედიციასთან. ამ გამოკვლევების დამთავრების შემდეგ მისიის სამეცნიერო ჯგუფი შეეცდება ფლეშ-მეხსიერებასთან არსებული პრობლემების გამოსწორებას, რომელთა გამო როვერი 2014 წლის ბოლოდან მუშაობდა რეჟიმში, რომლის დროსაც არ ხდება ფლეშ-მეხსიერების გამოყენება.

5 მარტისთვის Opportunity-მ წითელ პლანეტაზე დაახლოებით 42,067კმ გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებული მისიის დამთავრებამდე (42,195 კმ) როვერს სულ რაღაც 128 მეტრი დარჩა გასავლელად.


 www.astronews.ru/news/2015/7007.jpg

დამატებითი ინფორმაცია:
On Mars, Opportunity Rover Spots Weird Rocks Near Marathon Finish Line
Марсоход-марафонец исследует необычные марсианские камни

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.