შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარსმავლის კომპიუტერული უზრუნველყოფა განახლდა
მარსმავლის კომპიუტერული უზრუნველყოფა განახლდა

მარსმავალი Curiosity (NASA) არის ბოლო აპარატი რომელიც მარსზე დაეშვა. იგი მარსის ზედაპირს იკვლევს 2012 წელიდან და უკვე გადააჭარბა მისიით დაგეგმილ ექსპლოატაციის ვადას (თუმცა Opportunity-რეკორდამდე ჯერ შორია).

დედამიწიდან მარსზე აპარატის მართვა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა მაინც მოახერხეს და მარსმავლის კომპიუტერული უზრუნველყოფა, კერძოდ, ინსტრუმენტთა კომპლექსის - ChemCam-ის პროგრამა განაახლეს. ეს კომპლექსი შეიცავს ორ ინსტრუმენტს - ლაზერულ სპექტრომეტრსა და Remote Micro Imager-, რომლებსაც შეუძლიათ 10 მეტრამდე მანძილზე ძალიან პატარა ობიექტების დისტანციური ანალიზი. ახალმა პროგრამულმა პაკეტმა გამოასწორა პრობლემები, რომელიც მარსმავალს ჰქონდა ლაზერული კომპლექსის ავტოფოკუსირებისას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ახალი ვერსის ფაილის ზომა მხოლოდ 40 კბ-, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად მანძილი მარსსა და დედამიწას შორის  თითქმის მაქსიმალურია (დაახლოებით 400 მილიონი კილომეტრი).

წყარო:

https://lanl.gov/...vision.php

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.