19 აპრილს, თბილისის დროით 02:51, კომპანიამ SpaceX, რაკეტა Falcon 9-ის საშუალებით კანევერალის კონცხიდან წარმატებით გაიყვანა კოსმოსში ობსერვატორია Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომლებიც გათვალისწინებულია ეგზოპლანეტების მოსაძებნად. ტელესკოპი წარმოადგენს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) და NASA-ს ერთობლივ პროექტს, რომლის საშუალებით მეცნიერებს იმედი აქვთ აღმოაჩინონ რამოდენიმე ათასი ეგზოპლანეტა, რომელთაგანაც 300-მდე დედამიწის მაგვარი იქნება. რაკეტის გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია წუხელ მიმდინარეობდა YouTube-ზე.
ეგზოპლანეტებზე მონაცემების ძირითადი წყარო აქამდე იყო კოსმოსური ტელესკოპი Kepler (ESA), რომელმაც რამოდენიმე ათასი პლანეტის კანდიდატი აღმოაჩინა, რომელთაგანაც 2,500-ზე მეტი დადასტურდა. რამოდენიმე თვეში კი Kepler ამოწურავს საწვავს და ვეღარ შეძლებს სამეცნიერო პროგრამის გაგრძელებას. მეცნიერები TESS-ს განიხილავენ როგორც Kepler-ის ნაწილობრივად შემცვლელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი აპარატი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
ტელესკოპის ორბიტის პერიჰელიუმმა უნდა შეადგინოს 108,000 კმ ხოლო აფელიუმმა 375,000 კმ. ყოველ 13.7 დღეში TESS მაქსიმალურად დაუახლოვდება დედამიწას და გადმოსცემს მონაცემებს. კოსმოსურ ობსერვატორია TESS-ს გააჩნია 600 - 1,000 ნანომეტრის დიაპაზონში, 16.8 მეგაპიქსელის გარჩევადობის მქონე ოთხი ტელესკოპი. თვითოეული ტელესკოპის ხედვის კუთხე შეადგენს 24 × 24 გრადუსს და ისინი ისეა განლაგებული, რომ ქმნიან ერთიან ზოლოვან ხედვის არეს. ყოველ 27 დღეში ტელესკოპი შეცვლის დაკვირვების ზონას და ძირითადი მისიის 2 წლის განმავლობაში დაფარავს ციური სფეროს 85 პროცენტს.
ამით ის განსხვავდება Kepler-ის მისსისგან, რომელიც მუდმივად აკვირდებოდა ზონას, რომელიც ციური თაღის მხოლოდ 0.25 %-ს შეადგენდა. TESS რომელიმე სეგმენტს მაქსიმუმ 1 თვე დააკვირდება და ამის გამო ვერ შეძლებს დიდი პერიოდის მქონე პლანეტების აღმოჩენას. თუმცა არის ორი ზონა, რომელსაც TESS უწყვეტად დააკვირდება წლის განმავლობაში - ისინი განლაგებულია ტელესკოპის ხედვის არის ზემო და ქვემო წერტილებში.
ტელეკოპი პლანეტების მოსაძებნად გამოიყენებს ე.წ. ტრანზიტიულ მეთოდს, რაც გამოიხატება ვარსკვლავის ხილული ნათობის ცვლილების გაზომვაში. თუ ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს პლანეტა, მაშინ ვარსკვლავის წინ გავლისას იგი პერიოდულად გამოიწვევს ვარსკვლავის ‘ციალს’. ამ ცვლილებებზე დაკვირვებით კი ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ პლანეტების ზოგიერთი მახასიათებელი.
TESS ძირითადად დააკვირდება 300 სინათლი წელზე ახლო მყოფ ვარსკვლავებს, რომელთა სიკაშკაშე Kepler-ის მიერ შესწავლილ ვარსკვლავებს 30-100-ჯერ აღემატება.
ეგზოპლანეტის კანდიდატის აღმოჩენის შემდეგ მის დადასტურებას შეეცდებიან სტაციონარული ტელესკოპების და კოსმოსური ტელოსკოპი Hubble (NASA)-ეს საშუალებით, მომავალში კი ახალი თაობის კოსმოსური ტელეკოპი James Webb (NASA)-იც შეიძლება იქნას გამოყენებული.
2019 წელს ESA-ც აპირებს ეგზოპლანეტებზე ახალი მონადირის, კოსმოსური ტელესკოპ CHEOPS-ის გაშვებას. ეხლახან გამოცხადდა ამ ტელესკოპის მონტაჟის დასრულების შესახებ.
წყარო:
https://www.space.com/40320-spacex-nasa-tess-exoplanet-satellite-launch.html