შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Kepler
Kepler

კოსმოსური ტელეკოპი Kepler (NASA ) გაშვებული იქნა 2009 წელს. მისიის ძირითადი მიზანი იყო სხვა ვარსკვლავების პლანეტების (ეგზოპლანეტების) აღმოჩენა ე.წ. ტრანზიტული მეთოდით. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როცა პლანეტა გაივლის თავის ვარსკვლავსა და დედამიწაზე მყოფ დამკვირვებელს შორის მოხდება ვარსკვლავის ხილული ნათობის მცირედი შემცირება. Kepler ყოველ 30 წუთში ერთდროულად იღებდა 150,000 ვარსკვლავის ფოტოს. ოთხ წლის განმავლობაში Kepler-ის გუნდმა აღმოაჩინა 3,000-ზე მეტი ეგზოპლანეტა კანდიდატი. ამ პლანეტების უმრავლესობა მიეკუთვნება გაზური გიგანტების (იუპიტერის ტიპის) კლასს, ან ვარსკვლავთან ახლო ორბიტებზე ბრუნავენ, რაც გამორიცხავს მათზე ცილოვანი სიცოცხლის ფორმების არსებობას.

Kepler-ის მონაცემების ბოლო ანალიზის მიზანი კი იყო შეეფასებინათ რამდენია კანდიდატ პლანეტებს შორის დედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც მდებარეობს ე.წ. სასიცოცხლო ზონაში, ანუ ისეთ მანძილზე ვარსკვლავიდან, რომ პლანეტის ზედაპირზე წყალი შეიძლება თხევად მდგომარეობაში იყოს. აღმოჩნდა, რომ ასეთი პლანეტების რიცხვი შეადგენს სრული რაოდენობის 22 %-ს მზის მაგვარი ვარსკვლავებისთვის. NASA-სთვის ეს შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან მომავლის მისიებმა შეიძლება მოახერხონ უახლოესი ვარსკვლავების პლანეტების გადაღება.

http://www.scienc...152720.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.