შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აღმოაჩინეს პლანეტა X
აღმოაჩინეს პლანეტა X

მზის სისტემის გარე პერიმეტრზე ახალი დიდი ზომის ობიექტის არსებობის ვარაუდებზე, რადიო ასტრონომიის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ უკვე ვწერდით. The Astronomical Journal-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები კი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Caltech) მკვლევარები, ახალი ობიექტის არსებობას ამტკიცებენ მის მიერ გამოწვეული გრავიტაციული შეშფოთების ანალიზის საფუძველზე. ექსპერტების აზრით მონაცემებში შეცდომის ალბათობა 0.007%-ს არ აღემატება, თუმცა ახალი პლანეტის აღმოჩენა დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ასტრონომები რეალურად შეძლებენ მის ტელესკოპში დანახვას. ამ ძიებისათვის, რომელსაც შესაძლოა 5 წელი დასჭირდეს, უკვე გამოყოფილია დრო ჰავაის კუნძულებზე განთავსებულ იაპონურ ობსერვატორიაში Subaru.

ახალი პლანეტის ბრუნვის პერიოდი, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 10-ჯერ უფრო მასიური უნდა იყოს და ურანის და ნეპტუნის მსგავს გაზური გიგანტების კლასს განეკუთვნებოდეს, დაახლოებით 15,000 წელია. მეცნიერების აზრით ეს ობიექტი მზის პროტო-პლანეტური დისკოდან 4,5 მილიარდი წლის წინ იქნა ამოგდებული და ეხლა მოძრაობს შორეულ, გაწელილ, ეკლიპტიკის მიმართ დახრილ ორბიტაზე. ორბიტის პერიგეა და აპოგეა 200-დან 1,200 ასტრონომიულ ერთეულის დიაპაზონში უნდა იყოს, ანუ ახალი პლანეტა გადის კოიპერის სარტყლის გარეთ, რომელშიც განთავსებულია, მაგალითად პლუტონი და სხვა ჯუჯა პლანეტები.

წყარო:

http://www.sciencedaily.com/videos/45cb430045819aaeaf9d59585c1dcd9d.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.