შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პენტაკვარკის არსებობა დადასტურდა
პენტაკვარკის არსებობა დადასტურდა

გამოთვლები აჩვენებენ, რომ შესაძლოა არსებობდნენ 4 და 5 კვარკისგან შემდგარი ეგზოტიკური ნაწილაკები, რომლებიც არ ჯდებიან ტრადიციული კლასიფიკაციის სქემაში, რომლის თანახმადაც ადრონები (ნაწილაკები ძლიერი მუხტით) იყოფიან ბარიონებად (3 კვარკისგან შემდგარი სისტემა) და მეზონებად (შეიცავენ კვარკს და ანტიკვარკს).

2014 წელს LHC-ზე დადასტურდა ეგზოტიკური 4-კვარკიანი ადრონის Z(4430), ე.წ. ტეტრაკვარკის (შედგება 2 კვარკისა და 2 ანტიკვარკისგან) არსებობა. ერთი წლის წინ CERN-ში გამოცხადდა კიდევ უფრო უცნაური 5-კვარკიანი ნაწილაკების Pc (4450)+ და Pc (4380)+, ბარიონის (შედგება ორი ზედა, ერთი ქვედა კვარკისგან) და მეზონის (შედგება ერთი c და ერთი ანტი с კვარკისგან) ბმული მდგომარეობების, შესაძლო არსებობის შესახებ. ჟურნალ Physical Review Letters-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული 2 სტატიის თანახმად ბოლო ექსპერიმენტებმა დაადასტურეს პენტაკვარკის არსებობა.

ეგზოტიკური მრავალკვარკიანი ადრონების აღმოჩენამ აჩვენა, რომ ჩვენი წარმოდგენები ძლიერი ურთიერთქმედების სტრუქტურის შესახებ ძირითადად სწორია.

წყარო:

LHCb Collaboration
Phys. Rev. Lett. 117, 082003 (2016)
Phys. Rev. Lett. 117, 082002 (2016)

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.