ეგზოტიკური ადრონები არ ჯდებიან ტრადიციული კლასიფიკაციის სქემაში, რომლის თანახმადაც ადრონები (ნაწილაკები ძლიერი მუხტით) იყოფიან ბარიონებად (3 კვარკისგან შემდგარი სისტემა) და მეზონებად (შეიცავენ კვარკს და ანტიკვარკს). ერთ-ერთი ასეთი ‘არასტანდარტული’ ნაწილაკია Z(4430), რომელიც წარმოადგენს ე.წ. ტეტრაკვარკს, შედგება რა 2 კვარკისა და 2 ანტიკვარკისგან. ამ ნაწილაკის არსებობაზე პირველი მინიშნებები ნაპოვნი იქნა 2007 წელს ექსპერიმენტში Belle. თუმცა მაშინ ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ ამ 4430 MeV მასის ნაწილაკის აღმოჩენას. თუმცა მოგვიანებით Belle Corporation დაადასტურა თავისი მონაცემები 5.2 σ სიზუსტით, ხოლო ახლახან CERN-ის ექსპერიმენტში LHCb საბოლოოდ დაადასტურა Z(4430)-ის არსებობა. LHCb კოლაბორაციამ გაანალიზა B-მეზონების დაშლის 25,000-ზე მეტი შემთხვევა და შესაბამისი სიგნალის სტატისტიკური სანდოობა გაზარდა მინიმუმ 13,9 σ მნიშვნელობამდე, რაც ფაქტიურად Z(4430)-ს არსებობას ადასტურებს.