შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფოკუსშია იუპიტერი
ფოკუსშია იუპიტერი

იუპიტერი (ძველ ქართულად მუშთარი) მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტებს ერთად. იუპიტერის 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედე, რომელზეც ახლახან დადასტურდა ოკეანეს არსებობა.

იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ა, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა უკვე +150°С–ს უახლოვდება. პლანეტას გააჩნია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ღრუბლების ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრია 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.

მზის შტორმების ზემოქმედება იწვევს იუპიტერის მძლავრ პოლარულ ნათებას, რომლის რადიუსი დედამიწის ზომებს აჭარბებს. ახლახან NASA-მ გამოაქვეყნა კოსმოსური ტელესკოპი Hubble-ს მიერ 2014 წელს ინფრაწითელ და 2016 წელს ულტრაიისფერ სპექტრში გადაღებული პოლარული ნათების კომბინირებული სურათი.

ESA-მ კი გამოაქვეყნა სამხრეთის ევროპული ობსერვატორიის (ჩილეს ანდები) მიერ გადაღებული იუპიტერის ღრუბლების ინფრაწითელი ფოტო.

იუპიტერის მიმართ ინტერესის ზრდა განპირობებულია NASA-ს კოსმოსური ზონდის  Juno (Jupiter Polar Orbiter) პლანეტასთან მიახლოების გამო. Juno გაშვებული იქნა 2011 წელს, 2016 წლის 5 ივლისს იგი მიუახლოვდა იუპიტერს და დაიწყო პლანეტისკენ 53 დღიანი დაშვება. აპარატი იმოძრავებს ელიპტურ ორბიტაზე გაზური პლანეტის ატმოსფეროდან 5,000 კმ (საშუალოდ) დაშორებით. დედამიწის 1 წლის განმავლობაში დაგეგმილია პლანეტის 33-ჯერ შემოვლა, თითოეული 14 დღიანი პერიოდით. Juno-ს ოდისეა ერთ-ერთი ყველაზე მოკლე იქნება NASA-ს ისტორიაში, იგი უნდა დასრულდეს 2018 წლის თებერვალში Juno-ს ჩაძირვით იუპიტერის ატმოსფეროში.

Juno-ს მისაში შედის იუპიტერის ღრუბლების, მაგნიტოსფეროს და პოლარული ნათების შესწავლა. JunoCam პირველად ამუშავდა 10 ივლისს, როცა თანამგზავრი პლანეტიდან დაახლოებით 4.3 მილიონი კილომეტრით იყო დაცილებული. ფოტოზე ჩანს იუპიტერის 4 დიდი მთვარიდან სამი - იო, ევროპა და განიმედე (მარცხნიდან მარჯვნივ). შემდეგი ფოტოები მხოლოდ აგვისტოს ბოლოსაა მოსალოდნელი.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.