შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

იუპიტერის თანამგზავრ განიმედზე დადასტურდა ოკეანეს არსებობა
იუპიტერის თანამგზავრ განიმედზე დადასტურდა ოკეანეს არსებობა

იუპიტერის მთვარე განიმედი მზის სიტემის ყველაზე დიდი თანამგზავრია და ერთადერთია რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი გააჩნია. მეცნიერების აზრით ამ ველის არსებობა განპირობებულია განიმედის ცენტრში მეტალის თხევადი ბირთვის მოძრაობით. თხევადი ბირთვის არსებობას თავის მხრივ უკავშირებენ იუპიტერის ძლიერი მაგნიტური ველის ზემოქმედებით თანამგზავრის შიდა ნაწილების გათბობას. ეს სითბო ასევე უნდა ადნობდეს წყალს განიმედის ყინულოვანი ზედაპირის ღრმა შრეებში.

კოსმოსური ტელესკოპის Hubble-ს გამოყენებით მეცნიერები აკვირდებოდნენ განიმედის პოლარულ ნათებებს. მათ შეამჩნიეს მაგნიტური ველის ცვლილებების შესუსტება (პოლარული ციალის რკალის ოსცილაციების შემცირება) პოლუსებზე, რაც მიაწერეს თანამგზავრის სიღრმეში თხევადი ოკეანეს მოძრაობას. მოდელის თანახმად ოკეანე მდებარეობს ზედაპირის ქვემოთ 150-250 კმ სიღრმეზე, ან 330 კმ-ზე ქვემოთ. ეს უზუსტობა გამოწვეულია იმით, რომ ოკეანე ყინულის ფენებს შორისაა მოქცეული. ეს მოდელი ასევე გვეუბნება, რომ განიმედზე არ უნდა არსებობდნენ თერმული წყაროები, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების ენერგიის ძირითადი წყარო შესაძლოა გამხდარიყვნენ (როგორც ეს დედამიწის ოკეანის სიღრმეებში ხდება) სინათლის არარსებობის შემთხვევაში.

დამატებით ინფორმაცია : http://arstechnic...ocean-too/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.