შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციული ტალღების მეორე სიგნალი აღმოაჩინეს
გრავიტაციული ტალღების მეორე სიგნალი აღმოაჩინეს

15 ივნისს ჟურნალ Phys. Rev. Lett.-ში გამოქვეყნებულ სტატიაში LIGO-ს (Laser Interferometric Gravitational-Wave Observatory) კოლაბორაციამ გამოაცხადა 2015 წლის 26 დეკემბერს გრავიტაციული ტალღების მეორე სიგნალის აღმოჩენის შესახებ. როგორც 2015 წლის 14 სექტემბრის პირველი სიგნალი, რომლის შესახებაც გამოცხადდა 2016 წლის 11 თებერვალს, მოვლენა დაიმზირა LIGO-ს ორივე დეტექტორზე (ვაშინგტონის და ლუიზიანას შტატებში). ახალი სიგნალი მოდელის თანახმად მიეწერება 1.4 მილიარდი წლის წინ ორი შავი ხვრელის შერწყმას, ოღონდ პირველ სიგნალთან შედარებით უფრო პატარა მასებით (დაახლოებით 14 და 8 მზის მასა), რაც უფრო მისაღებია ასტროფიზიკოსებისთვის. შერწყმის შედეგად უნდა გაჩენილიყო 21 მზის მასის შავი ხვრელი, ხოლო დაახლოებით 1 მზის მასა გამოსხივდა გრავიტაციული ტალღებით. პირველი სიგნალის 8 ბრუნთან შედარებით, მეორე შემთხვევაში შავმა ხვრელებმა შერწყმამდე ერთმანეთის გარშემო 27 ბრუნი გააკეთეს. ლუიზიანის დეტექტორმა სიგნალი კვლავ ადრე მიიღო (დაახლოებით 1.1 მილი წამით) რაც ციურ სფეროზე წყაროს მდებარეობის უხეში შეფასების საშუალებას იძლევა. მეორე სიგნალი უფრო სუსტი იყო, თუმცა მეცნიერებმა მოახერხეს მისი ხმაურისგან გაფილტვრა სპეციალური მეთოდიკის საშუალებით.

მოდერნიზებული დეტექტორების Advanced LIGO პირველი 4 თვის მუშაობის შედეგად 2 სიგნალის აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ რამდენად ხშირია სამყაროში ორი სავი ხვრელის შერწყმის მოვლენა. დაკვირვებების მორიგი ციკლი ამა წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ამ დროისთვის დაგეგმილია დეტექტორების მორიგი გაუმჯობესებ, რაც გაზრდის დაკვირვების არეს 1.5-2-ჯერ. ასევე წლის ბოლოსთვის ნავარაუდევია, რომ მწყობრში ჩადგება კოლაბორაციის იტალიაში განთავსებული დეტექტორი Virgo.

წყარო:

http://journals.aps.org/prl/abstract/10.1103/PhysRevLett.116.241103

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.