აშშ-ში, LIGO (Laser Interferometric Gravitational Observatory) პროექტის ფარგლებში, მოქმედებს ორი ერთნაირი გრავიტაციული ტალღების გიგანტური ინტერფერომეტრი, რომლებიც თანხვედრის რეჟიმში მუშაობენ. დეტექტორები განლაგებულია ერთნეთისგან დაახლოებით 3,000 კმ დაშორებით, ქვეყნის ორ ოკიდურეს წერტილში - ჰენფორდში (ვაშინგტონის შტატი, კალიფორნიის ჩრდილოეთით) და ლივინგსტონში (ლუიზიანას შტატი, მექსიკის ყურესთან). LIGO კოლაბორაციაში ასევე მონაწილეობს ავსტრალიური დეტექტორი GEO და ფრონგო-იტალიური VIRGO, რომელიც განლაგებულია იტალიაში, პიზასთან ახლოს.
2015 წლის 14 სექტემბერს, თბილისის დროით 14 სთ და 51 წთ-ზე, აშშ-ში განლაგებულმა ორივე დეტექტორმა სინქრონულად დააფიქსირა ანალოგიური ტიპის სიგნალი, ერთმანეთისგან 4 კმ-თი დაშორებული მასების ურთიერთ რხდვა 10-19 მ ამპლიტუდით (რაც დაახლოებით ატომის დიამეტრის ფორთოხლის დიამეტრთან შეფარდების ტოლია). Phys. Rev. Lett.-ში 2016 წლის 11 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში სიგნალი ინტერპრეტირებულია როგორც გრავიტაციული ტალღით გამოწვეული შეშფოთება. კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე ავტორები ასკვნიან, რომ ტალღა გამოსხივდა 1.3 მილიარდი წლის წინ, 29 და 36 მზის მასის მქონე ორი შავი ხვრელის შერწყმისას 62 მზის მასის ერთ შავ ხვრელად. ამ მოვლენას სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სამხრეთ ნახევარსფეროში, რადგან ლივინგსტონის დეტექტორებმა სიგნალი ჩაიწერეს 7 მილიწამით ადრე ჰენფორდთან შედარებით.
გრავიტაციული ტალღების აღმეჩენის შედეგების პრეზენტაცია 11 თებერვალს პირდაპირ გადაიცემოდა ინტერნეტით ვაშინგტონიდან და პიზიდან თბილისის დროით 19 სთ 30 წთ-დან.