შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მზის სისტემაში ახალი დიდი ზომის ობიექტი აღმოაჩინეს?
მზის სისტემაში ახალი დიდი ზომის ობიექტი აღმოაჩინეს?

ატაკამას უდაბნოში (ჩილე) 5,000 მ სიმაღლეზე განთავსებულია 12 და 7 მეტრი დიამეტრის 66 რადიო ანტენისაგან შემდგარი მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოობსერვატორია ALMA, რომელსაც ინტერფერენციის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. ამ რადიოტელესკოპის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ასტრონომების ჯგუფმა შვეციიდან და მექსიკიდან განაცხადა მზის სისტემის სიახლოვეს ახალი დიდი ზომის ობიექტის აღმოჩენის შესახებ.

ობიექტს აკვირდებოდნენ 10 თვის განმავლობაში (2014 წლის ივლისიდან 2015 წლის მაისამდე) 0.74 მმ (დიაპაზონი 8) და 0.87 მმ (დიაპაზონი 7) რადიოტალღების დიაპაზონში. სხვა დიაპაზონებში მაღალი ხმაურის გამო ახალი ობიექტის მკვეთრი გამოსახულების დაფიქსირება ვერ მოხერხდა. ობიექტი საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავების ალფა კენტავრი  A და B-ს მიმართ, ამიტომ დადი ალბათობით ის არ უნდა იყოს ვარსკვლავი და უნდა წარმოადგენდეს მზის სისტემის ობიექტს. მკვლევარების აზრით შესაძლო სამი ვარიანტია:

  • ჯუჯა პლანეტა დაახლოებით 100 AU მანძილზე. ეს უფრო შორსაა ვიდრე სედნა, მაგრამ ახლოა V77410-თან შედარებით.
  • დედამიწაზე დაახლოებთ ორჯერ დიდი კლდოვანი პლანეტა (ე.წ. სუპერ დედამიწა) 300 AU მანძილზე.
  • ჩვენი მზის პარტნიორი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, დაახლოებით 20 000 AU მანძილზე.

1 AU (ასტრონომიული ერთეული) = 150,000,000 კმ - საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე.

წყარო:

arXiv:1512.02652 [astro-ph.SR]

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.