შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

რელიქტური გამოსხივების გრავიტაციული ლინზირება
რელიქტური გამოსხივების გრავიტაციული ლინზირება

უჩინარი რაიმეს აწონა საკმაოდ რთული პრობლემაა. სწორედ ამას ცდილობენ ასტრონომები გალაქტიკების კლასტერებში არსებული ფარული მატერიის შემთხვევაში შორეული სინათლის გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამოყენებით. გამოსხივების წყაროდ ამ შემთხვევაში გამოყენებულია კოსმოსური რელიქტური ფონი (CMB), რაც ყველაზე შორეულ სინათლედ ითვლება სამყაროში. ფარული მატერის ჰალოებით გამოწვეული გრავიტაციული ლინზირება უნდა ტოვებდეს კვალს CMB-ს ანიზოტროპიების რუქაზე, რაც თავის მხრივ შესაძლებელია კლასტერების მასების შესაფასებლად იქნას გამოყენებული.

ჩილეში მდებარე რადიოტელესკოპ Atacama Cosmology Telescope-ს გამოყენებით ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი პირველად დააკვირდა გალაქტიკური გროვების გარშემო არსებული ფარული მატერიის ჰალოს (მასების მასშტაბი 1013-1014 M) მიერ CMB-ს ფოტონების გრავიტაციულ ლინზირებას. ფარული მატერიის კლასტერები წარმოადგენენ სიმკვრივის დიდ შეშფოთებებს და იმყოფებიან თავიანთი ევოლუციის არაწრფივ სტადიაზე. ასტრონომები ადრეც აკვირდებოდნენ CMB-ს ლინზირებას, მაგრამ ეს ბევრად დიდ მასშტაბებზე ხდებოდა, რაც არ იძლეოდა კონკრეტული გალაქტიკის მასის შეფასების შესაძლებლობას.

ლინზირების და ჰალოების მასების შესაფასებლად გამოყენებული იქნა Planck (ESA) კოსმოსური ტელესკოპის CMB-ს ანიზოტროპიების რუქა და SDSS/BOSS კატალოგის მიხედვით 12 000 გალაქტიკის განაწილება. ახალი მონაცემები ხსნის გალაქტიკების ჯგუფებისა და გროვების მასშტაბებზე ბნელი მატერიის განაწილების შესწავლის ახალ შესაძლებლობებს.

წყარო:
http://journals.a...114.151302

http://physics.aps.org/articles/v8/33

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

საშინელი! საშინელი! 0% [შეფასებები არაა]
ძალიან კარგი ძალიან კარგი 100% [1 შეფასება]
კარგი კარგი 0% [შეფასებები არაა]
საშუალო საშუალო 0% [შეფასებები არაა]
სუსტი სუსტი 0% [შეფასებები არაა]